x
image
სესილი
ბურბუშელა
imageმასალად საჭიროა:

კვერცხი – 2ცალი

არაყი – 2ჩ/კ

პურის ფქვილი – 4ჩ/ჭ


ზეთნარევი ერბო – 500გრ

შაქარი – 100გრ

რძე ან მაწონი – 1ჩ/ჭ

სოდა – 1ჩ/კ

დარიჩინი – გემოვნების მიხედვით

მაწონი არ რძე, 2კვერცხი, 3ჩ/ჭ ფქვილი, არაყი და შაქარი მოვზილოთ ერთად. თუ სითხე საკმაო არ არის, ჩავუმატოთ ცოტა თბილი წყალი და გავურიოთ სოდა. კარგად მოზელილი ცომი ძალიან გავათხელოთ მაგიდაზე. ეს გათხელებული ცომი ჯერ დავჭრათ გრძელ ვიწრო ნაჭრებად, რომლებიც შემდეგ დავჭრათ რომბის ფორმის ოთხკუთხედებად. თითოეული ჩავჭრათ შუაში და შიგ გავუყაროთ ცომის ერთი ბოლო. ასე ბანტივით (მარყუჟივით) დამზადებული ცომის ნაჭრები ჩავყაროთ ადუღებულ ზეთნარევ ერბოში და მოვხარშოთ შეწითლებამდე. მოვაყაროთ შაქარი, ვისაც სურს დარიჩინი. სავალდებულო არ არის ბურბუშელას ფორმა ერთნაირი იყოს; შეიძლება დავამზადოთ სურვილის მიხედვით: მრგვალი ფორმის და სხვა.


0
1941
6-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
1941
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0