ნამცხვრები ლიმონის ტკბილი ნამცხვარი 2012, 19 მარტი, 16:06 მასალად საჭიროა:
ერბო – 400გრ
შაქარი – 400გრ
ლიმონი – 2ცალი
კვერცხი – 10ცალი პურის ფქვილი – 500გრ ნუში – 200გრ დარიჩინი – 50გრ 400გრ კარაქი ან ერბო, 400გრ შაქრის ფხვნილი და 10კვერცხის გული ერთად ავთქვიფოთ, სანამ არ გათეთრდება. შემდეგ ავურიოთ 2ლიმონის დახეხილი კანი და იმავე ლიმონების წვენი, ნუში და დარიჩინი. ნელ–ნელა ჩავასხათ 10კვერცხის თეთრად ათქვეფილი ცილა და ცოტ–ცოტა ჩავაყაროთ 500გრ თეთრი პურის ფქვილი. ვურიოთ კოვზით ფრთხილად ქვემოდან ზემოთ, ამოვიღოთ კოვზებით და დავდოთ ალაგ–ალაგ ერბოწასმულ თუნუქის ფიცარზე. დაახლოებით 40-45ცალი უნდა გამოვიდეს. როდესაც გამოცხვება, ნახევარს ე.ი 20რგოლს წავუსვათ კრემი, მურაბა, ჟელე; დანარჩენი ზემოდან გადავაფაროთ და დავაწყოთ გორაკად ლანგარზე. 217 2-ს მოსწონს
|