x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას"... "სინდისი"- ნაწილი 2.

imageვინც უკვე შეიმეცნა თუ რა არის "ნამდვილი ბედნიერება" ჩემი პირველი სტატიიდან გამომდინარე, ეხლა შემოგთავაზებთ მის გაგრძელებას თემით: "სინდისი".


სინდისი არის ღვთის ხმა ადამიანში. როცა ადამიანი საკუთარი ცოდვების გამო სწუხს, მასში ღმერთია. ვისაც სინდისი დამწვარი აქვს და საკუთარი ცოდვებით ამაყობს კიდეც, რაღა თქმა უნდა მასში ღმერთი არ არის. ვინც მასმედიის საშუალებით ავრცელებს ბილწსიტყვაობას, გარყვნილებას, რეკლამას უკეთებს ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწინებას და აბორტს, ღმერთი არც მათშია. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ საქართველოში მასმედიაში ირღვევა მორწმუნეთა უფლებები, ზემო ჩამოთვლილი, ფართოდ გავრცელებული ცოდვების გამო.


განკითხვაც შეგახსენებთ უდიდესი ცოდვაა, რომელიც დღესდღეობით ცოდვათ კი არა ჩვევად გვაქვს ადამიანებს. როგორც განიკითხავ მოყვასს, ისე განიკითხები ღვთისგან. ვინც საკუთარ ცოდვებს ხედავს და განიცდის, ის ხვას არ განიკითხავს. მაშასადამე შევეცადოთ ყველამ ჩვენ-ჩვენი ცოდვების დანახვა, რომ მომავალი ცოდვები ავიცილოდ თავიდან. ადამ და ევას ღვთისადმი ურჩობის შემდეგ შემოვიდა ყველა ადამიანში ცოდვა. ცოდვა უნდა გვძულდეს, მაგრამ ცოდვას დამორჩილებული ადამიანი გვეცოდებოდეს. წმინდანთა გამონათქვამიც ხომ შემდეგად მდგომარეობს: "გძულდეს ცოდვა და გიყვარდეს ცოდვილი". ერთი ადამიანიც რომ გვძულდეს, ვერ გავმართლდებით ღვთის სამსჯავროზე.image



ლოცვა ღვთისადმი მთავრდება სიტყვებით-"იყავნ ნება შენი", მაგრამ როცა რაიმე სურვილი არ გვისრულდება, მივმართავთ ნათელმხილველებს სამკითხაოდ. ე.წ. ნათელმხილველიც სანთლებით, კარტით, ხატებითა და პატრიარქის ხსენებით გვატყუებს, თან თქვენ წარმოიდგინეთ ყველაფერს გვეუბნება რაც ჩვენს თავს ხდება ხოლმე. წმინდა კვიპრიანეც თავის წარსულში მაგიური ძალებით კურნავდა ხალხს. შეეძლო ნებისმიერი სტიქიის მოვლინება, ეშმაკის ძალით შეეძლო ჰაერში ფრენაც და ადამიანის ნების დამორჩილება. თავისი ჯადოქრობით ვერაფერს გამხდარა ქრისტიან ქალწულ იუსტინას მიმართ, მაშინ მიხვდა რომ ღვთის ძალა დიდი და აღუმატებელია, დაწვა სახალხოდ ჯადოქრობის წიგნები, მალევე მოინათლა და გახდა მღვდელმოწამე.



ასე, რომ თუ ეკლესიაში სიარულით მიზანს ვერ მიაღწევთ, ნუ მიმართავთ დახმარებისათვის ე.წ. მკურნალებს და ნათელმხილველებს, შეიძლება ფიზიკური ჯანმრთელობა ეშმაკის მაქმანებით მიიღოთ მათგან, მაგრამ სულს სამუდამოდ დაიღუპავთ, თუ არ შეინანეთ. იკითხეთ სახარების განმარტებები, წმიდა მამათა დარიგებანი, წმინდანთა ცხოვრება. და, როგორც ჩვენი პატრიარქი გვლოცავს ხოლმე:- "იხარეთ ორსავ სოფელსა შინა".




ამით დროებით დავასრულე სტატიის წერა, მაგრამ გაგრძელებას ისევ შემოგთავაზებთ უახლოეს მომავალში. imageღმერთს ებარებოდეთ.




1
103
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
103
  
2013, 5 ივნისი, 16:18
შესანიშნავია!! :)
0 1 1