x
image
ციცი
Mediator image
საშინელი ისტორია ქალისა, რომელიც ცრუ პლასტიკური ქირურგის მსხვერპლი გახდა
image46 წლის ლოს-ანჯელესის მკვიდრი, ეიფრილ მიშელ ბრაუნი, ყვება თავის საშინელ ისტორიას. მისი სურვილი, რომ გაედიდებინა დუნდულები, საშინელი შედეგით დამთავრდა ეიფრილისთვის.

ბავშვობაში მიშელს ხშირად დასცინოდნენ თანაკლასელბი, მისი გარეგნობის გამო. ამიტომ მან, გადაწყვიტა რომ როდესაც გაიზრდებოდა თავის სხეულში შეიტანდა ცვლილებებს, კერძოდ კი გაიდიდებდა უკანალს.

"მე იმისკენ კი არ მივისწრაფოდი, რომ დავმსგავსებოდი ჯანეტ ჯეკსონს ან ჯეი ლოს, არამედ მე უბრალოდ მინდოდა რომ მქონოდა დიდი უკანალი."

წუთი, როდესაც ეიფრილის ცხოვრება შეიცვალა უარესობისკენ, დადგა 2004 წელს. მის სილამაზის სალონში, ორი კლიენტი შევიდა ვარცხნილობის გასაკეთებლად. ერთ-ერთმა მათგანმა ბრაუნს უამბო იმ სასწაული პროცედურების შესახებ, რომელსაც იგი სახლში აკეთებდა.


"ამ ქალმა მიამბო, რომ ინექციის საშუალებით თავის მეგობარს გაუდიდა დუნდულები. მისმა მეგობარმა კი დემონსტრირება გაუკეთა ამ ყველაფერს. მე გაოცებული ვიყავი იმ შედეგით, რაც ქალბატონმა მაჩვენა. მახსოვს, რომ მაშინ გავიფიქრე რომ ამ ადამიანის გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში სასწაული იყო. რაღაც წამებში გადავწყვიტე, რომ მეც მესარგებლა ამ ქალბატონის მომსახურებით და შემეყვანა ინექცია უკანალში."

ბრაუნმა ცრუ პლასტიკურ ქირურგს გადაუხადა 980 დოლარი რამდენიმე პროცედურისთვის. იგი ბრმად მიენდო ადამიანს, რომელსაც არანაირი სამედიცინო განათლება არ ქონდა.

როგორც შემდეგ ექიმებმა დაადგინეს, ქალს ორგანიზმში სამრეწველო სილიკონი შეუყვანა.

ეს პროცედურები ეიფრილს თაღლითის ქალიშვილის ოთახში უკეთდებოდა და საინექციო ნემსის გაკეთებისას ძალიან დიდ ტკივილს განიცდიდა.

"მან მითხრა რომ საუკეთესო შედეგისთვის სამი-ოთხი პროცედურა არის საჭიროო. პირველი პროცედურის შემდეგ საშინელ ტკივილებს ვგრძნობდი, მაგრამ მან დამამშვიდა რომ ეს ბუნებრივია, უნდა გტკიოდესო. მეორე პროცედურის შემდეგ კი ჩავფიქრდი, ვიცი კი მე რას უშვებს ჩემს სხეულში მეთქი და მას შემდეგ აღარ მივსულვარ ფსევდო-ექიმთან."


მიუხედავად იმის, რომ ეიფრილმა უარი თქვა მომდევნო ორ პროცედურაზე, მისთვის ამას უკვე შვება აღარ მოუტანია და მაინც აღარაფერი ეშველა იმ მძიმე შედეგებს, რამაც საწარმოო სილიკონის ორგანიზმში შეშვებამ მოუტანა.

ორი წლის შემდეგ ბრაუნს ჩაუშავდა ის სხეულის ნაწილი, სადაც ეს სილიკონი იყო შეშვებული. ამასთანავე დაეწყო საშინელი ტკივილები და უამრავი გამაყუჩებლებით იყუჩებდა. მას ძალიან სცხვენოდა ექიმთან ვიზიტის, რადგან ვერ ეტყოდა თუ რის გამო იტანჯებოდა ასე. მაგრამ მას შემდეგ რაც გაუშავდა ხელები და ფეხები, იგი იძულებული გახდა ექიმთან მისულიყო.

27 ოპერაციის შედეგად ეიფრილს გაუკეთდა დუნდულების, ხელების და ფეხების ამპუტაცია.

6 თვის განმავლობაში იწვა ბრაუნი საავადმყოფოში და იქიდან გამოვიდა მტკიცე გდაწყვეტილებით, რომ ეცხოვრა აქტიური ცხოვრებით და სულიერად არ დაცემულიყო.

"მე ბევრი ცრემლი დავღვარე, მაგრამ ვისწავლე პროტეზებით სიარული, ცურვა და ველოსიპედით კატაობა. მე მონაწილეობა მივიღე შეჯიბრში და გავიმარჯვე კიდევაც. სასამართლოში არ მიჩივლია კომპენსაციის მისაღებად. მე მხოლოდ იმიტომ გადავრჩი, რომ ვიყო მაგალითი სხვებისთვის."

ეს ეიფრილია პროცედურამდე.image
ეს კი ახლა.

imageimageimage

1
308
7-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
308
  
2013, 4 ივნისი, 17:28
ყოჩაღ
0 1 1