ქალი მამაკაცებო! ქალის ხასიათს მისი პომადით გამოიცნობთ! 2013, 4 ივნისი, 16:14 თუკი ამქვეყნად იოლი რამე არსებობს, ეს ქალის ხასიათის გამოცნობაა. გნებავთ, გასწავლოთ? მომისმინეთ:
სთხოვეთ თქვენს მეგობარ ქალს, თქვენი თანდასწრებით წაისვას ტუჩებზე პომადა. კარგად დააკვირდით მის ფორმას: 1.თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი, ამით დაადგენთ, რომ პომადის პატრონი ძალზე პრაქტიკული ქალია, ყოველთვის იცის, რა აკლია და რა არა. მიზანსწრაფულია და მოკლე ნახტომებით მიიწევს ცხოვრების გზაზე.
2.თუ პომადა მხოლოდ ცალმხრივადაა ნახმარი, ქალი საქმოსანი, მდიდარი ფანტაზიის, წინდახედულობის მქონეა, მაგრამ პრაქტიკულობა აკლია.
3.თუ პომადა ფანქრის გულივით წვეტიანია, მის პატრონს იშვიათად ახასიათებს ეგოიზმი, თვლის, რომ მამაკაცისთვის (მეუღლესათვის) იდეალური პარტნიორია.
4.თუ პომადას წაკვეთილი კონუსის ფორმა აქვს, ქალი საოცრად მხიარულია, ადამიანის ამოცნობა არ უჭირს, ცოტათი შურიანიცაა, რაც ხშირად გუნება-განწყობილებას უფუჭებს ხოლმე. 5.პატრონი პომადისა, რომელსაც გაურკვეველი ფორმა აქვს, გაუწონასწორებელი ქალია, ყოველი წვრილმანი აფორიაქებს, ხოლო ლამაზი ნივთები და საღამოობით სეირნობა მისთვის ყველაფერს ნიშნავს. PS. დააკვირდით თქვენს რჩეულ ქალბატონს, ამოიცანით მისი ხასიათი, რაც ერთმანეთთან მიდგომაში და ურთიერთობაში ხელს შეგიწყობთ. 777 15-ს მოსწონს
|