x
image
ბელენაი
მზეთუნახავის საიდუმლო
imageერთ-ერთ რუსულ ზღაპარში ბაყაყი იძრობს ტყავს და მაშინათვე მზეთუნახავად გადაიქცევა. ვინ იცის, იქნებ ამ გარდასახვაშია ნაგულისხმევი უძველესი კოსმეტიკური საიდუმლო?


რა არის პილინგი?

ეპიდერმისის ზადაპირული, გარქოვანებული შრის მოცილებას პილინგი ან ექსფოლიაცია ეწოდება. აღნიშნული პროცედურა არა მარტო ახალგაზრდა უჯრედებს უთავისუფლებს გზას, არამედ აჩქარებს მათი განახლებას. კანი ჩვენს თვალწინ იძენს სინორჩეს და სიგლუვეს. პილინგისადმი დამოკიდებულება განსხვავებულია. ერთნი ნას ჩვეულ ჰიგიენურ პროცედურად მიიჩნევენ, მეორენი - ადამიანის ორგანიზმის “შინაგან საქმეებში'' ბარბაროსულ ჩარევად. ჩვენ არ მოგითხრობთ სალონური მეტამორფოზებისა და კლინიკური მაგიის შესახებ. რა სამსახური შეიძლება გაუწიოთ თქვენს კანს ოჯახის პირობებში? აი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით.


საოცრებები


ე.წ საშინაო პილინგი (მარტივად “კანის გახეხვა''), პროფესიული პილინგისგან განსხვავებით, პროფილაქტიკური ღონისძიებაა, ზედაპირულად ხორციელდება და ნებისმიერი დიასახლისისათვის ხელმისაწვდომია. მაგ: ეფექტურია დაფქვილი ნუშის და გარგრის კურკები ერთად, განსაკუთრებით კი - მჭადის ფქვილი. წრიული მოძრაობით 1-2 წუთის განმავლობაში ხდება კანის დამუშავება, შემდეგ ჩამობანა წყლით. ეს პროცედურა ცხიმიან კანს სჭირდება კვირაში 2-ჯერ, ნორმალურ და კომბინირებულ კანს - 10 დღეში ერთხელ. მკვდარი ეპითელის მოშორების შემდეგ, აუცილებელია კანის დატენიანება კრემით, რადგან, ეპითელის მოშორებასთან ერთად, კანი ნაწილობრივ კარგავს ტენს.


პილინგი თაფლით

2 სადილის კოვზი თაფლი, ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სადილის კოვზი ხორბლის ქატო. თბილი მასა 30 წუთით დააყოვნეთ სახეზე.


პილინგი ხაჭოთი

1 ჩაის კოვზი წმინდად დაფქვილი ბრინჯი, 2 სადილის კოვზი ხაჭო და 1/2 კოვზი ზეითუნის ზეთი. პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთი.


პილინგი სტაფილოთი

ერთი ცალი გახეხილი სტაფილო (წვნიანი) და ცოტა დაფხნვილი შვრიის ფანტელი.

მოქმედების დრო - 20 წუთი.

0
138
6-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0