სხვა სპილოს ფეხის პროთეზი გაუკეთეს 2013, 3 ივნისი, 19:47 ტექნიკა იმდენად განვითარდა, რომ ტაილანდში ნაღმზე აფეთქებულ სპილოს ფეხის პროთეზი დაუმზადეს. მსოფლიოში მრავალი ადამიანია, რომელიც ნაღმზე აფეთქდა და პროთეზის კუდურები აქვთ. ტაილანდი განთქმულია დანაღმული ტერიტორიების სიმრავლით, რომელზეც ადამიანების გარდა ცხოველებიც ფეთქდებიან (კამეჩები, ვეფხვები, ძაღლები და გარეული ღორები), განსაკუთრებით ხშირად კი სიპილოები. როგორც შინაურები, რომლებსაც სხვადსხვა დანიშნულებით იყენებენნ ადგილობრივები, ისე გარეულები. სტატისტიკის მიხედვით, ტაილანდი-მიანმარის ტერიტორიებზე 26 სპილო დაშავდა და 90 დაიღუპა ნაღმზე აფეთქების გამო (მათი განცხადებით გაცილებით ბევრი სპილო იღუპება ამ მიზეზით). დაშავებული სპილოებიდან 9-ის გადარჩენა მოხერხდა. რეაბილიტაციის ცენტრში დოქტორ Yeongchi Wu-ს ხელმძღვანელობით CIR Casting System ფირმის მიერ მოწოდებული პროთეზებით ერთ ახალგაზრდა სპილოს კვლავ შეუძლია სიარული (მან რამდენიმე წლის წინ ნაღმზე აფეთქებისას ფეხი დაკარგა). 47 წლის Motala (ტაილანდური სპილო) ერთერთი პირველი სპილოა, რომელსაც პროთეზი დაუმზადდა. იგი 1999 წელს აფეთქდა ნაღმზე. პროთეზის წყალობით მას საშუალება ეძლევა ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ასეთივე პროთეზი დაუმზადეს 7 თვის Mosha-ს. ტაილანდის ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრების განცხადებით, მსგავსი აქციები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. მგონი, კვლავ სასიამონვო და გულისამაჩუხებელი სიახლე შემოგთავაზეთ. 71 12-ს მოსწონს
|