4348 წლის წინ, 2348 წლის 28 ივლისს, ლეგენდარულმა ნოემ, მრავალი თვის ცურვის შემდეგ გააღო თავისი კიდობანი, რომელშიც თავის ვაჟიშვილებთან და ცხოველებთან ერთად წარღვნისგან იფარავდა თავს. ააფრინა პატარა, თეთრი მტრედი, რომელიც მალე დაბრუნდა და ნისკარტით ზეთისხილის რტო მოიტანა. ამ რტოს მტრედმა მიაგნო ხმელეთის ერთადერთ მონაკვეთზე-არარატის მთის მწვერვალზე.
ამჟამად არარატი თურქეთის ტერიტორიაზეა. ხომალდის ზუსტი პარამეტრებია: სიგრძეში 300მხარი, სიგანეში 50, სიმაღლეში 36, ეს 150X25X15 მეტრია. ამ ხომალდის წყალწყვა 20000 ტონაა. 1917 წელს. არარატისმთის სამხრეთ დასავლეთით, 25 მილის დაშორებით იყო განლაგებული რუსი სამხედრო ავიატორების დროებითი ბაზა. ისინი ცდიდნენ თვითმფრინავებს. ერთ-ერთმე პილოტმა, ვლადიმირ რისკოვიცკიმ, რომელიც შემდეგ აშშ-ში გადასახლდა, ამ გაფრენების შესახებ ჩანაწერები დატოვა.
...აგვისტო იყო, საშინლად ცხელოდა და პილოტები მოუთმენლად ელოდნენ ცაში აფრენას. “დროის მოსაგებად სწრაფად მოვირგეთ პარაშუტები, - წერს რისკოვიცკი, -14.000 ფუტის სიმაღლეზე შევჩერდით, რათა სიმაღლეს შევჩვეოდით. ამბობდნენ, რომ ამ მთაზე ადამიანები უკანასკნელად ქრისტეს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ავიდნენ''. პილოტმა ნელ-ნელა დაიწყო ქვევით დაშვება და სამხრეთის კალთაზე მოულოდნელად ტბა შენიშნა, რომელშიც ყინულში ნახევრად შეჭრილი უზარმაზარი ხომალდი მოჩანდა. “ნუთუ წყალქვეშა ნავია? თუმცა, არა. ჩვენ დავინახეთ მოკლე და მსხვილი ანძები, მაგრამ ზედა ნაწილში მომგრვალებული იყო, აღწერს პილოტი, -თითქოს გემი ისე ააგეს, რომ მას ზღვაში მორის მსგავსად ეტივტივა. ხომალდი ძალიან გრძელი იყო და თანამედროვე სამხედრო გემს წააგავდა. დავათვალიერეთ ყველაფერი, რაც კი ჰაერიდან შევძელით და აეროდრომზე დავბრუნდით. როცა ამ აღმოჩენის შესახებ მოვყევით, სიცილი დაგვაყარეს, - მთაზე გემს რა უნდაო''. მხოლოდ ნაწილის მეთაურმა მოისურვა, მონაყოლი თავად ენახა და სიმართლეში დარწმუნებულიყო, შემდეგ კი მფრინავებს წარღვნის შესახებ ლეგენდა უამბო. “ეს უცნაური ხომალდი - ნოეს კიდობანია,
თქვა მან, - ის აქაა უკვე თითქმის 5000 წელია. თქვენ საუკუნის ყველაზე ღირსშესანიშნავი აღმოჩენა გააკეთეთ!''
მეთაურმა ყოველივე სასწრაფოდ აცნობა რუსეთის ხელისუფლებას. იმპერატორის ბრძანებით, ჯარისკაცების ორი რაზმი არარატის მწვერვალზე დასაპყრობად წავიდა.
კიდობნის შიგნით მათ ნახეს როგორც პატარა ნაგებობები, ასევე ძალიან დიდი, მაღალჭერიანი ნაგებობებიც, რომლებიც მსხვილი ბოძებით იყო შემოფარგლული. ზოგ მათგანში ხის გისოსებიანი უჯრედები იყო. როგორც გაირკვა კიდობნის ასაგებად გამოიყენეს ოლეანდრის ხე, რომელიც თითქმის არ ლპება. ხომალდის შორი ახლოს ექსპედიციამ აღმოაჩინა ნახევრად დამწვარი მორების ნარჩენები, როგორც ჩანს, ცდილობდნენ, ამ მორებისაგან სახლის მსგავსი თავშესაფრის აგებას.
სწორედ იმ პერიოდში რუსეთში რევოლუცია მოხდა და ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალები დაიკარგა. რისკოვიცკი, რომელიც ამ შემთხვევის შემდეგ ბიიბლიის მქადაგებელი გახდა, დარწმუნებულია, რომ ეს მასალები ბოლშევიკებმა გაანადგურეს.
1955 წ. ნოეს კიდობნის მოძებნა შეძლო მხოლოდ ფრანგმა ალპინისტმა ფერნან ნავარამ. მან ხომალდის ფიცარს პატარა ნაჭერი ააჭრა, რომელიც რადიოაქტიურმა ანალიზმა დაადასტურა ამ ნაგებობის ასაკი - 5.000 წელი.
თურქეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა არარატის მთაზე ასვლა.