x
image
worldsport.ge
ფედერერმა სიმონს 5-სეტიან თრილერში სძლია

imageსაფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე როლან გაროსზე, მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანი როჯერ ფედერერი სერიოზულ წინააღმდეგობას გადააწყდა: ტურნირის მეოთხე წრეში კორტების მასპინძელმა ჟილ სიმონმა საწყისი სეტის წაგების შემდეგ (1:6), ლეგენდარულ შვეიცარიელს ზედიზედ ორი სეტი მოუგო(6:4, 6:2) და წაგების საშიშროების წინაშეც დააყენა, თუმცა როჯერმა დროულად შეძლო კონცენტრაციის მოხდენა და მეოთხე პარტიაში ჯერ გაათანაბრა ანგარიში (6:2), ხოლო გადამწყვეტ, მეხუთე სეტში შემდგომი ეტაპის საგზურიც გაიფორმა - 6:3.
შეხვედრა 3 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ფედერერმა ექვსჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, საკუთარი კი სამჯერ დათმო. როჯერის ანგარიშზე ასევე 9 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა იყო, მისმა მეტოქემ კი 5 ეისის წილ 3 ორმაგი დაუშვა.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 4:2 გახდა ფედერერის სასარგებლოდ.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა განაცხადა: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უკვე ზედიზედ 36-ჯერ მოვახერხე დიდი სლემის მეოთხედფინალურ ეტაპზე გასვლა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც კარიერას დავასრულებ, შეიძლება ბოლომდე ჩავწვდე ამ მიღწევის მნიშვნელობას, თუმცა ეხლა ამ მოვლენაზე ნაკლებად ვფიქრობ".
საფრანგეთის ღია პირველობაზე "მხიარული როჯერის" შემდეგი მოწინააღმდეგე კიდევ ერთი ფრანგი – ჟო-ვილფრიდ ცონგა იქნება, რომელმაც, თავის მხრივ, ძალზე იოლად, 3 სეტში გამოთიშა ასპარეზობას სერბი ვიქტორ ტროიცკი - 6:3, 6:3, 6:3.


გიორგი ბარბაქაძე

www.worldsport.ge

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0