პროზა ჩემი უფალი 2013, 2 ივნისი, 12:44 ჩემი უფალი კეთილი, თბილი, შემწყნარებელი და მიმტევებელია. ჩემი უფალი სიყვარულითაა სავსე და თავად არის თვით სიყვარული. ჩემი უფალი არავის ტანჯავს და კლავს, ის ძალიან შორსაა მატერიალური სიმდიდრისგან და ამქვენური დოვლათის შექმნისგან. მის უსათნოესი სული ვერ თავსდება უსულო საგნებში როგორც ეს ადამიანებს სჩვევიათ. ჩემი უფალი ნივთიერ სიმდიდრეზე მეტს იძლევა, ეს არის ნათელი სამყარო, მიწას მიჯაჭვული არსებებისთვის უხილავი სინათლე, . ჩემი უფალი ისეთი სათუთია, ისეთი მშვიდი და უბიწო, რომ არ შეიძლება მის ნაკვალებს მიყავდე ხრამისკენ ან უფრსკრულისკენ. მისი გზა ცისკნ მიდის და უკიდეგანო სივრცეებში ინთქმევა. ჩემი უფალი არ იძლევა ამ ქვეყნიურ სიკეეთებს და მიკვირს ყოველი თქვენგანის რომელიც მხოლოდ აქურ ბედნიერებას თუ უბედურებას მას რომ მიაწერთ, მიკვირს როცა სიკეთისთვის ამ ქვეყნიურ ძლიერებას რომ ელით ერიც და ბერიც, მიკვირს ყველა თქვენი ძალისხმევა მიწაზე მყარად დამკვიდრებისკენ რომაა მიმართული და უფალს თაყვანს სცემთ წარმატების დროს, მიკვირს თქვენი სიყალბის და უვიცობის, მოკვირს ჩემიც და თქვენიც, დიდის და პატარის, ქალის და კაცის და ეს გაკვირვება ყოველდღიურ ხასიათს იღებს, როცა ჩემი უფალი იესო სიყვარულით, სიკეთით, სიცოცხლით, მიმტევებლობოთ, შემწყნარებლობით, პატივისცემით და სინაზით არის აღსავსე, ჩემი უფალი იესო ქრისტე არის მაგალითი ყველი ქმედებისა რაც უდევს საფუძვლად კაცობრიობას და კაცთმოყვარეობას. მე მის ფეხებთან ვეცემი მოწიწებით და ვკოცნი ტერფებს. ჩემი უფალი სიცოცხლის და სინათლის სიმბოლოა, რომელიც ვიხილე და ამიერიდან აღარასოდეს ჩაქრება ჩემში. 34 2-ს მოსწონს
|