სხვა იუდას როლის შემსრულებელმა სცენაზე თავი ჩამოიხრჩო 2012, 26 აპრილი, 4:43 ![]() ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა როდესაც მსახიობი მიზან სცენის შესრულების დროს დაღუპულა. ყოფილა შემთხვევები ოტელოდან როდესაც დეზდემონას მთავარი როლის შემსრულებელი რეალურად ახრჩობდა, ასეთი ფაქტები ძირითადად კარგად სრულდებოდა, თუმცა ორი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა დეზდემონას როლის შემსრულებლის რეალურად დახრჩობის. (ამის გამო ზოგ ქვეყანაში "ოტელოს" დადგმა აკრძალულია). ასევე არსებობს ფაქტი იაპონიაში, როდესაც მსახიობები სამურაების რიტუალურ თვითმკვლელობის (სეპუკუს) იმიტირებას ახდენდნენ სცენაზე, რამოდენიმე მსახიობმა მუცელი მართლაც გამოიფატრეს. რუსეთში, კერძოდ პეტერგბურგში, ერთერთ სცენაში მსახიობს, მიზანსცენის მიხედვით მეორე მსახიობისთვის ლარნაკი უნდა ესროლა, რის შემდეგაც მსახიობს ლარნაკი უნდა აეცილებინა და სცენაზე დამსხვრეულიყო. თუმცა ასე არ მოხდა, მსახიობმა ლარნაკი ვერ აიცილა და თავში, საფეთქელზე მოხვდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია რომ შუა საუკუნეებში, არსებობდა თეატრები, სადაც მეტი დამაჯერებლობისთვის და თეატრის პოპულარიზაციის მიზნით, მსახიობს რეალურად კლავდნენ (ან თავს იკლავდა). როგორც ცნობილია ასეთი წარმოდგენები მაღალ საზოგადოებისთვის იყო, რადგან მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები ასეთ სანახაობაში, დიდ ფულს იხდიდნენ. ასევე ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირებულია ცირკში. აკრობატები რომლებიც მაღალი სიმაღლიდან ვარდებიან და იღუპებიან. მსახიობები რომლებიც ლომის ან რომელიმე სხვა ცხოველს ეთამაშებიან, ასეთ დროს მაყურებლით გაღიზიანებული ცხოველი აგრესიული თავის მომვლელზე იყრის ჯავრს და ან სასტიკად ასახიჩრებს, ან სცენაზე კლავს მას. ასევე, სპეკტაკლის (წარმოდგენის) დროს მაყურებელთა გარდაცვალების ფაქტებიც ფიქსირდება. მაგალითად, როდესაც იტალიის ერთ -ერთ პროვინციაში დაიდგა სპეკტაკლი "იესოს გზა", ფინალური სცენის დროს (როდესაც იესოს ჯვარზე აცვავენ) ორი ადამიანი შეუძლოდ გახდა, ხოლო საავადმყოფოში მიყვანამდე ერთ -ერთი მათგანი გარდაიცვალა. ასევე მოხდა ესპანეთში, როდესაც სპეკტაკლი ვამპირებზე მიმდინარეობდა ერთ -ერთ მაყურებელს შიშისგან გული გაუსკდა. ასეთი შემთხვევა კიდევ მრავალი დაფიქსირებულა და ალბათ კიდევ დაფიქსირდება(სამწუხაროდ). მე კი ვურჩევ მსახიობებს და დეკორატორებს, კარგად შეამოწმონ დეკორაცია სპეკტაკლის დაწყებამდე. რაც შეეხება მაყურებელს, ალბათ დარწმუნდით რომ ასაკობრივი და გულსუსტ ადამიანთა იგნორირება (არდაშვება) სხვადასხვა წარმოდგენებზე, მართებულია. მასალა შეაგროვა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა თედო კონსტანტინოვმა 694 10-ს მოსწონს
|