x
image
კიხოდი
მიქელანჯელო
imageმიქელანჯელო ბუონაროტი დაიბადა კაპრეზეში, რომელიც მდებარეობს იტალიის პროვინციაში - ტოსკანაში. თუმცა, როდესაც იგი სულ რამდენიმე კვირის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, თვით მიქელანჯელო კი ძიძას მიაბარეს. ოჯახი, რომელშიც მომავალი გენიოსი იზრდებოდა, კალატოზობას მისდევდა. როგორც თვით მიქელანჯელო აღნიშნავდა, მისი ინტერესი ქვის დამუშავების ტექნიკისადმი სწორედ იმ დროიდან იღვიძებს.
მიქელანჯელოს ყოველთვის აინტერესებდა ხელოვნება, ამიტომ სკოლის შემდეგ იგი მოსწავლედ მიაბარეს განთქმულ ფლორენციელ ფერმწერს დომენიკო გირლანდაიოს. ამ უკანასკნელმა მალევე აღმოაჩინა მიქელანჯელოს უსაზღვრო ტალანტი და 1489 წელს ნიჭიერი შეგირდი სასწავლებლად მოქანდაკე ბერტოლდი დი ჯოვანისთან გაგზავნა.
ახალგაზრდა მიქელანჯელოს წარმატება შენიშნა ფლორენციის იმ დროინდელმა მართველმა ლორენცო დი მედიჩიმ, რომელმაც ყმაწვილი თავის კარზე მიიპატიჟა, სადაც იგი წარმატებით ეუფლებოდა ოსტატობას ლორენცოს სიკვდილამდე. ამის შემდეგ მიქელანჯელო მამის სახლში ბრუნდება და უფროსი თანამედროვეს - ლეონარდო და ვინჩის მსგავსად, ანატომიის შესწავლას იწყებს. სანტო სპიროტოს ეკლესიისთვის ხის დიდი ჯვარცმის დამზადების სანაცვლოდ, მას წილად დიდი პრივილეგია ხვდა - გვამების გაკვეთის ნება დართეს.

მომდევნო წლებში ფლორენციის პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ არასტაბილური იყო. 1494 წელს ქალაქიდან განდევნეს მედიჩები. 1496 წლიდან მიქელანჯელო მოღვაწეობს რომში, სადაც სხვა ბევრ შედევრთან ერთად ქმნის ცნობილ "პიეტას".

image

სწორედ ამ ქანდაკებამ მოუტანა აღიარება მიქელანჯელოს, როგორც დიდ ხელოვანს და იგი იტალიის საუკეთესო მოქანდაკეთა რიცხვს მიაკუთნა.

ცოტა მოგვიანებით მიქელანჯელო ბრუნდება ფლორენციაში, სადაც 1502 - 1504 წლებში იგი 5 მეტრის სიმაღლის შეუდარებელ "დავითს" ქმნის.

image


1505 წელს ხელოვანი პაპის იულიუს II_ს თხოვნით რომში მიემგზავრება. იულიუსის შემდეგ მიქელანჯელო კიდევ 6 პაპის კარზე მუშაობდა. რომის პაპმა მიქელანჯელოს დაავალა საკუთარი საფლავის ძეგლის შექმნა. ეს უნდა ყოფილიყო 40 ქანდაკებისგან შემდგარი მონუმენტი. მიქელანჯელომ შესაფერისი ქვის შესარჩევად 8 თვე დახარჯა, ამ დროის განმავლობაში პაპმა ინტერესი დაკარგა.
იმედგაცრუებულმა მიქელანჯელომ რომი დატოვა, თუმცა, მალევე იგი ისევ მიიწვიეს დედაქალაქში. ამჯერად იულიუსს ბრინჯაოს უზარმაზარი სიდიდის საკუთარი ქანდაკების შექმნა სურდა. მიქელანჯელოს იმედი ჰქონდა, რომ ამ შეკვეთის შემდეგ იგი ისევ საფლავის ქანდაკებების შექმნას შუდგებოდა, თუმცა ამჯერად პაპმა მას სიქსტეს კაპელის ჭერის მოხატვა დაავალა.

image

თავდაპირველად, მიქელანჯელო უარს აცხადებდა, რადგან მხატვრობაში ოსტატად არ თვლიდა თავს, თუმცა, საბოლოოდ დათანხმდა და ერთ ერთი საუკეთესო შედევრის შექმნა დაიწყო. ამ საქმეს მიქელანჯელომ ისეთი ენთუზიაზმით მოკიდა ხელი რომ, მალე ყველა დამხმარე დაითხოვა და მარტო დაიწყო მუშაობა. სიქსტეს კაპელის მოხატვას ხელოვანმა 4 წელი დაუთმო.

1527 წელს მედიჩები როიდანაც გააძევეს. ორი წლის შემდეგ მიქელანჯელოც ტოვებს ქალაქს და ვენეციაში მიემგზავრება.

ამის შემდეგ მიქელანჯელო მუშაობდა მედიჩების საგვარეულო აკლდამაზე ფლორენციაში. 1534 წელს მან დაასრულა ჯულიანოსა და ლორენცოს საფლავის ძეგლები, შემდეგ დატოვა ფლორენცია და აღარ დაბრუნებულა. მიქელანჯელო მიემგზავრება რომში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩება. რომში მან სიქსტეს კაპელის საკურთხევლისთვის შექმნა ვეებერთელა ფრესკა "განკითხვის დღე" რომელშიც ცენტრალური ადგილი უჭირავს ახალგაზრდა ქრისტეს.

image

მიქელანჯელოს მიღწევების უმნიშვნელოვანესი მომენტია მის მიერ ადამიანის სხეულის სწორედ გაგება, აღქმა და მისი შესრულება საოცარ მაშტაბებში. რენესანსის ეპოქაში ადამიანი წარმოადგენდა სამყაროს ცენტრს და სხვა დანარჩენი მისი პარამეტრებით იზომებოდა. მიქელანჯელომ საკუთარი ხდვა გამოამჟღავნა და ადამიანის სხეული იდეალიზირებული ფორმით შექმნა.

image

ხელოვანზე დიდი გავლენა მოახდინა მაზაჩოსა და დონატელოს შემოქმედებამ, თუმცა მეთი შთაგონება მან ანტიკური სკულპტურიდან მიიღო.
"განკითხვის დღეში" მიქელანჯელომ გამოიყენა ადამიანის სხეულის ფორმები, რომლითაც მაქსიმალურად გადმოსცა თითვეული ინდივიდის ემოციები.


მოძრაობისა და ჟესტიკულაციის ზედმიწევნით ასახვა ადასტურებს იმ ფაქტს რომ მიქელანჯელომ შესანიშნავად იცოდა ადამიანის სხეულის აგებულება. მან ზუსტად იცოდა ყველა კუნთის, მყესისა თუ ძვლის განლაგება და იმახსოვრებდა ყველა უნიკალურ დეტალსაც კი, საკუთარ ნამუშევრებში არასდროს იმეორებდა ერთსა და იმავე პოზას.

image

მიუხედავად იმისა რომ იგი საუკეთესო მხატვარი იყო, თავად მიქელანჯელოს საკუთარი თავი ყოველთვის მოქანდაკედ მიაჩნდა. თუმცა ცხოვრების უკანასკნელი 30 წელი მან არქიტეკტურას მიუძღვნა. ხელოვნების ამ დარგში მისი მიღწევები ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც სკულპტურაში.

მომდევნო პაპებმა მიქელანჯელოს მრავალი საინტერესო პროექტი შესთავაზეს. ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი იყო წმინდა პეტრეს ტაძრის დასრულება რომში, რომლის აგება ჯერ კიდევ 1506 წელს, იულიუს II_ს დროს დაიწყო. როგორც სიქსტეს კაპელის შემთხვევაში მიქელანჯელომ ჯერ უარი განაცხადა ასეთ საპასუხისმგებლო საქმეზე, თუმცა შემდეგ დათანხმდა. სამწუხაროდ მან ვერ შეძლო ტაძრის მშენებლობის დასრულება, რადგან 1564 წლის 18 თებერვალს მიქელანჯელო გარდაიცვალა.

image

2
4785
4-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
4785
  
2012, 17 ნოემბერი, 23:52
მადლობა - გაიხარე
2012, 17 ნოემბერი, 23:51
საღოლ მაგარი სტატიაა:)
0 1 2