სხვა საქართველოს დატოვების შესახებ 2012, 22 სექტემბერი, 18:50 გუშინ შუადღეს გავრცელებული ინფორმაცია რომლის მიხედვითაც ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საქართველოს საზღვრები დატოვა სიცრუეა. ხელისუფლებამ ამ სიტყვების დამადასტურებლად ვიდეოები გაავრცელა სადაც ბაჩო ახალაია გადასცემს ძალაუფლებას მის შემცვლელს და პირველ მოადგილეს. საზოგადოებაში მითქმა - მოთქმა იმის შესახებ რომ ბაჩო ახალაია საქართველოდან წავიდა იმიტომ დაიწყო რომ, ერთ - ერთმა წყარომ ასეთი რამ განაცხადა და გამოაქვეყნა. საქართველოს შს მინისტრი ბაჩო ახალაია შესაძლოა დააპატიმრონ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს", სანდო წყარომ განუცხადა. წყაროს განმარტებით, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტის წინ მიხეილ სააკაშვილი დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებში შექმნილ ვითარებას უკავშირდება."ამჟამად საქართველოს დიპლომატიური კორპუსი აქტიურად მუშაობს ეუთოში, ევროკავშირსა და გაეროში რათა შეფასებები გავრცელებულ ინფორმაციაზე იყოს შედარებით მსუბუქი. რიგი ქვეყნების ლიდერებმა უკვე უარი განაცხადეს გაეროში ვიზიტის ფარგლებში საქართველიოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე. საკაშვილმა იცის, რომ მას არც ერთი თავმოყვარე ლიდერი ხელს არ ჩამორთმევს. ვითარების დარეგულირებაში ჩართულია ყველა ვისაც კი შეუძლია რაიმეს გაკეთება. ლობისტურ კომპანიებს გამოყოთ კოლოსალური თანხები, რომ დაიგეგმოს თუნდაც რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებსა და ლიდერებთან", - აცხადებს წყარო. 5440 3-ს მოსწონს
|