სხვა დაკავდი სიყვარულით და არა ომით 2012, 17 ნოემბერი, 23:49 ჰიპური სუბკულტურა XX საუკუნის 60-70-იან წლებში აშშ-ში ჩამოყალიბდა.ისინი თავის თავში აერთიანებდნენ ისეთ მიმდინარეობებს როგორიცაა პაციფიზმი, ფემინიზმი და აშ.. მათი ძირითადი მამოძრავებელი იყო “არა ძალადობას”, ამ მსოფმხედველობით ჰიპები უარყოფდნენ საზოგადოებაში გაბატონებულ მორალის კოდექსს.პროტესტი ბევრი რამით გამოიხატებებოდა, ისინი გამოირჩეოდნენ ჩამის სტილით, ვარცხნილობით, ქცევის წესებით, ცხოვრობდნენ ცალკეულ ჯგუფებად, ქუჩაში მოძრაობდნენ ველოსიპედებით, მოტოციკლებით, მოხატული ფოლცვაგენის ფურგონებით, ატარებდნენ ათასგვარ აქსესუარს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გარეგნობაზე მაღლა იდგა და გამოარჩევდა მათ ყველასგან იყო მენტალიტეტი. პირველად სიტყვა ჰიპი გაჟღერდა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში, სადაც წამყვანმა მოიწვია ახალგაზდები ნიუ-ორკის რომელიღაცა გარეუბნიდან, ახალგაზრდები გადაცემის ჩაწერაზე ვიეტნამის ომის წინაააღმდეგ პროტესტის გამოსახატად მეტად უჩვეულო სამოსუთ გამოცხადნენ, ეცვათ გადახეხილი ჯინსები, ქონდათ უცნაური ვარცხნილობები, ეკეთათ ბევრი სამკაულები და პირსინგები, ატარებდნენ ტატუებს სხვადასხვა ემბლემებით და სლოგანებით, თმებში ყვავილები და ფრინველის ბუბული “გაერჭოთ” და მეტად “არაესთეტიურად” გამოიყურებოდნენ.იმ დროისატვის გავრცელებული სლენგი იყო “to be hip”-(იყო საქმის კურსში).ნიუ-ორკერ კონტრკულტურის მხარდამჭერებს უწოდებდნენ “hips”.ხოლო ტელეგადაცემის წამყვანა, ახალგაზრდების შეგნებულად საზიზგარ ჩაცმულობაზე ხაზგასასმელად გამოიყენა სიტყვა ჰიპები.სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე ჰიპების ეს მოძრაობა, უფრო ზუსტად კი სახელწოდება, რომელიც შემორჩა ამ მოძრაობას, სათავეს იღებს 1965 წლიდან. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობას და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს, ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებას და სიმდიდრეს, თვლიდნენ რომ ეს ყველაპერი ძალმომრეობით იყო დაგროვილი.უყვარდათ აღმოსავლური მისტიკა, ხშირად მედიტირებდნენ და ძირითადად იყვნენ ვეგეტარიანელები.პროტესტის ნიშნად თმაში იმაგრებდნენ ყვავილებს, ასევე ჩუქნიდნენ გამვლელებს, პოლიციელებს და ჯარისკაცებს კი იარაღის ლულებში უყრიდნენ, ამიტომაც შეარქვეს მათ ყვავილების შვილები. ჰიპები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფაქტზე აცხადბდნენ პროტესტს, თუმცა მათი ძირითადი ლოზუნგები მუდამ იგივე რჩებოდა. ესენი იყო: “Make love, no ware”-დაკავდი სიყვარულით და არა ომით “Flower Power”_ყვავილების ძალაუფლება “გამოეთიშე”-ნიშნავს ზურგი აქციო საზოგადოების მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს. “განეწყე”-ჩაუღრმავდი თავს, მოძებნე ცხოვრების აზრი და მიზანი. “განუდექი”-უარყავი სწავლა, თვალთმაქცი საზოგადოება, გააკეთე ის, რაც გინდა და როგორც გინდა.მიუძღვენი თავი როკს, ნარკოტიკებს და თავისუფალ სიყვარულს. “Look what’s heppening out in the sreets Got a revolution Got to revolution Hey I’m dansing down the streets Got a revolution Got to revolution Ain’t it amazing all the people I meet Got a revolution Got to revolution” Jefferson Airplane-”Volunteers” ისინი უსმენდნენ როკს, როკ”ნ”როლს, მძიმე როკს და აშ..მაგრამ რთული სათქმელია მუსიკის განვითარებამ მოახდინა გავლენა ჰიპურ სუბკულტურაზე თუ პირიქით.ალბათ ორივე იქიდან გამომდინარეობდა რომ საზოგადოებამ მზაობა გამოავლინა სიახლის მისაღებად და გამოხატეს კონტრკულტურული დამოკიდებულება. იმ დროისათვის მათი გამორჩევა არა მხოლოდ ხმამაღალი გამოსვლებით, არამედ ჩაცმის სტილითაც შეიძლებოდა.ისინი იცმევდნენ ჯინსის დახეხილ შლაქსებს, აბრეშუმის ყვავილებით მორთულ პერანდებს.გოგონები ატარებდნენ ინდურ სარებს და სარანგებს. უამრავ ოქროსპერ ბუჟუტერიას:გულსაკიდებს, ბროშებს, ბეჭდებს, პირსინგებს.ასევე თმაში იწნავდნენ ბევრ ყვავილებს და ბუმბულებს.ატარებდნენ ფერად მინებიან სათვალეებსაც, აგრეთვე ყელსაბამებს აღმოსავლური ეზოთერიკისსიმბოლოებით და DremcatCher-ებს. რაც შეეხება ქვედაბოლოებს ისინი თავიდანვე კონკრეტულად მინი მიდი ან მაქსი სიგრძის არ ყოფილა, უფრო მოგვიანებით ქალის სექსუალური თავუსუფლების სიმბოლოდ მათ გამოიყენეს მინი კაბები და გამწვირვალე მაისურები, რომლის შიგნითაც არ ეცვათ ბუსჰალტერები. სწორედ ეს ფაქტი უდევს საფუძვლად სექსუალურ რევოლუციასაც. რაც ყველაზე მტავარია არცერთი ჰიპი არ ჩაიცმევდა რომელიმე ბრენდის ან ძვირადღირებულ სამოს. მათ უწოდებდნენ გაუპარსავ-დაუვარცხნელ-დაუბანლებს, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ის რომ ისინი არსებობდნენ არსებობენ და იარსებებენ, მანამ სანამ იარსებებს თავისუპალი აზრისთვის მებრძოლი მეამბოხეები! 632 8-ს მოსწონს
|