ქალი და მამაკაცი მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების, ულამაზო ქმრები. 2013, 27 მაისი, 23:38
7 წელი გაგრძელდა ქორწინება(2005- 2012) სუპერმოდელ ჰაიდი კლუმსა და მომღერალ სილას შორის.მათი ქორწინება ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე კავშირად ითვლებოდა შოუბიზნესში.ერთად ისინი ზრდიან ოთხ შვილს სამს საერთოს და ერთს, რომელიც ჰაიდის პირველი ქორწინებიდან ჰყავს. განქორწინების შემდეგ სილა დიდხანს არ იხსნიდა ნიშნობის ბეჭედს და ამბობდა რომ ყოფილი ცოლი ისევ უყვარს.
2005-2011 წლებში კრისტინა აგილერა, ქორწინებაში იმყოფებოდა ჯორდანო ბრეტმანთან
. მომღერლის არჩევანს მუდამ აკრიტიკებდნენ მისი თაყვანისმცემლები.მათ ჰყავთ საერთო შვილი. განქორწინების შემდეგ ისინი მეგობრებად დარჩნენ და შვილსაც ერთობლივად ზრდიან. ჯულია რობერტსის პირველი მეუღლე მსახიობი და ქანთრის სტილის მომღერალი ლაილო ლოვეტო იყო. მათმა ქორწინებამ ორი წელი გასტანა.90 იან წლებში ჯულია ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობად ითვლებოდა და ყველას უკვირდა რა იპოვა მან ამ "არასიმპატიურ'' მამაკაცში. ერთ-ერთ ყველაზე "ცხელ" და "ფეთქებად" წყვილად ჰოლივუდში აღიარებული იყო მადონასა და შონ პენის წყვილი. მადონა აღიარებდა, რომ იპოვა მისი სამუდამო სიყვარული. მათი ქორწინება 4 წელი გაგრძელდა. მათი ქორწინება დიდი ჩხუბით დასრულდა მადონა აღიარებს, რომ შონი იყო ის მამაკაცი, რომელსაც ის უჯერებდა და დღემდე უყვარს ის. მონიკა ბელუჩიმ, მისი მომავალი მეუღლე პირველი დანახვისას, "ურჩხულს" მიამგვანა.ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე.მიუხედავად ამისა მათი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გამოდგა. ბიონსემ და ჯეიზიმ 2002 წელს გაიცვნეს ერთმანეთი და მის შემდეგ ერთად არიან. იქორწინეს მხოლოდ 2008 ში.ისინი რეაგირებას არ აკეთებენ ჟურნალისტების კომენტარებზე და ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს. 1997წელს კეიტ ბლანშეტი დაქორწინდა სცენარისტსა და მონტაჟის რედაქტორზე ენდრიუ აპტონზე. მათ ჰყავთ სამი ვაჟი, და აქვთ ძალიან კარგი და ლამაზი ოჯახი. 110 11-ს მოსწონს
|