x
image
worldsport.ge
ჰაინკესი “რეალის” ზარს ელოდება

imageმიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაკავებულ თანამდებობას ტოვებს, დიდი სიამოვნებით ჩაიბარებს მადრიდის “რეალს”, თუკი “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაურეკავს. ამის შესახებ 68 წლის სპეციალისტის აგენტმა ენრიკე რეიესმა Marca-სთან ისაუბრა.
“იუპი დიდი სიამოვნებით დაბრუნდება მადრიდის “რეალში”. თუ ფლორენტინო დაგვირეკავს, მის შეთავაზებას მივიღებთ. მოცემული მომენტისთვის ჰაინკესმა მწვრთნელობა მხოლოდ ბუნდესლიგაში დაასრულა”, - თქვა რეიესმა.
ჰაინკესის ხელმძღვანელობით “ბაიერნმა” მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის ჩემპიონატი მოიგო. ამასთან, გუნდი გერმანიის თასის ფინალშიცაა გასული, სადაც “შტუტგარტს” ეთამაშება. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტს ჟოზე მოურინიო დატოვებს, ხოლო “ბაიერნს” პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს, რომელიც ბოლოს “ბარსელონას” ავარჯიშებდა.
ჰაინკესი “რეალში” 1997-1998 წლებში მუშაობდა. მანამდე ის ამბობდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერასაც დაასრულებდა.


www.worldsport.ge

7
153
4-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
153
  
2013, 27 მაისი, 21:01
მაინც ანჩელოტი მოდის ისე ჩანს და ჩვენი აზრი არავის აინტერესებს და ტყუილა ვლაპარაკობთ:):):)
2013, 27 მაისი, 20:58
კი ესეც მართალია გეთანხმები მაგრამ ჰაინკესი მაინც უფრო სხვაა კლოპს ყველგან და ყოველთვის აჯობა გინდ გერმანიის თასი ბუნდესლიგა და 25 მაისსაც კი :)
2013, 27 მაისი, 20:54
კი ჰაინკესი მაგარია ძან და დასაფასებელია ეგ,მაგრამ ფეხბურთელებიც ვარსკვლავები ყავს და კლოპმა საერთოდ ისეთი ფეხბურთელებისგან ,რომელსაც ნაკლებად იცნობდნენ ისეტი გუნდი დააყენა,კარგად ვნახეთ რაც გააკეთეს და დღეს ნადირობაა დორტმუნდის ფეხბურთელებზე,მე ამას უფრო ვაფასებ...
2013, 27 მაისი, 20:48
კლოპი მაგარი კაცია ახალგაზრდული გუნდი ფინალში გაიყვანა და წელს ჩემპიონთა ლიგაზე ორი თამაში ჰქონდა სულ წაგებულლი ფინალის ჩათვლით მაგრამ მე მაინც ჰაინკესი მირჩევნია უფრო გამოცდილია ამ სფეროში რა უყო ბავარიას ვერ დაინახე მოაგებინა ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლებოდა...
2013, 27 მაისი, 20:43
მაგარი საყვარელი აცია და კარგი ადამიანი,ნუ მწვრთნელი რომ კარგია ეს უდაოა...დაბრუნდეს რეალში ისევ და ისევ მგოვაგებინოს როგორც ადრე...დარეკე პერეს დარეკეეეეეე...მე მაინც მგონია რომ ანჩელოტი უვე გადაწყვეტილია...ისე მე დორტმუნდის მწვრთნელი მინდოდა უფრო ყველაზე
2013, 27 მაისი, 18:08
ანჩელოტი გადაწყვეტილი არა ? ეს კი მინდა რეალში რომ მოვიდეს აუცილებლად გაიმეორებს იგივე შედეგსრაც წელს ჰქონდა
2013, 27 მაისი, 14:38
კარგი ადამიანი ეტყობა და მაურინიომ თავისი ცუდი ადამიანობით დაღუპა რეალი და ნამდვილად გვჭირდება ეხლა ესეთი მწვრთნელი...
0 1 7