საზოგადოება სოფო ნიჟარაძემ და მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში გაატარეს 2013, 26 მაისი, 22:17 პოპულარული ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე ხშირად ეხვევა ჭორების ქარ-ცეცხლში. აქტიურად საუბრობდნენ მის რომანზე საქართველოს პრეზიდენტთან. სოფომ პრესკონფერენციაც გამართა, სადაც განაცხადა, რომ გავრცელებული ჭორები სიცრუეა, ჟურნალ "რეიტინგს" ვუჩივლებ და კომპენსაციას ქველმოქმედებას მოვახმარო. ეს ყველაფერი მხოლოდ მუქარა აღმოჩნდა, მომღერალს სარჩელიც კი არ შეუტანია. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა. პრეზიდენტმა ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და რამდენიმე მათგანი სხვადასხვა ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავღანეთში საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც იმყოფებოდნენ. თურმე ცხელ წერტილში სოფო ნიჟარეძეც ყოფილა და საქართველოს ჰიმნიც შეუსრულებია. მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს: "მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გავატარე სამშობლოსთვის თავდადებულ ჯარისკაცებთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ავღანეთში, ვარ ამაყი, რომ მხვდა წილად ბედნიერება შემესრულებინა საქართველოს ეროვნული ჰიმნი სამშობლოსთვის თავგანწირული პატრიოტების წინაშე, რომლებიც ხშირად თავიანთი სიცოცხლის ფასად ემსახურებიან საქართველოს და სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც შეუპოვრად იბრძვიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის! გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ღმერთი იყოს თითოეული თქვენთაგანის და სრულიად საქართველოს მფარველი!" მომღერალმა ჯარისკაცის ფორმაც მოირგო, კამერის წინაც იპოზიორა და საკუთარი ფოტო "ფეისბუქის" გვერდზეც განათავსა წარწერით: "რიგითი ნიჟარაძე ბაზაზე, სასადილოში! ავღანეთი, 26 მაისი 2013" ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია... იმედია ამ ვიზიტმა ქართველ ჯარისკაცებს ერთი დღე მაინც გაუხალისა. 843 12-ს მოსწონს
|