x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას"... "პირადი ბედნიერება"-ნაწილი 1
image ბევრი ისე ცხოვრობს, თითქოს არც კი უცხოვრია, ბევრმა გააცნობიერა, უმეტესობას კი ყველაფერი აქვს ბედნიერებისთვის, მაგრამ მაინც უბედურად გრძნობს თავს- თითქოს რაღაც აკლია... და ამ დროს გამოვიყენებ ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია 2-ის სიტყვებს: "ღვთისათვის ყველაზე ძვირფასი ძღვენი ბოროტებისაგან განწმენდილი გულია; ყველაზე დიდი სიხარული-ლოცვითა და მარხვით განზავებული კეთილი საქმენი".

მაშ რა არის იმისათვის საჭირო, რომ ვიყოთ ბედნიერნი??

image
ბედნიერება: პირადი ბედნიერება არ არის დამოკიდებული ახალი წლის დღეზე, მეკვლეზე, ჰოროსკოპზე, მკითხავზე, თილისმებზე, ბედისწერაზე, ფიზიკურ სილამაზეზე... როცა ჩვენშია ღმერთი, მაშინ არის ადამიანი ბედნიერი. ჩვენში რომ შემოვიდეს ღმერთი, აუცილებელია განვეშოროდ ბოროტებას. ზოგი თქვენგანი იტყვის "მე საქმით არაფერს ვაშავებო", მაგრამ თავისუფალი ხარ შურის, სიძულვილის, განკითხვისა და სხვებისაგან თავის გამოჩენისაგან?! ან ისე ხომ არ ხარ ჩაფლული მატერიალურ საზრუნავში, რომ ღმერთის ადგილი არ რჩება შენს გულში? ვინც გიყვარს, იმ ადამიანთან საუბარი არ გეზარება, ასევე არ უნდა გეზარებოდეს ღმერთთან საუბარი-ლოცვა. ყოველ დილას უნდა ვმადლობდეთ უფალს, რომ "კიდევ ერთი" დღე გვაჩუქა წუთისოფელში და შემწეობას უნდა ვთხოვდეთ. ვის გულშიც ღმერთია, თავისუფლდება შურისაგან, სიძულვილისაგან, განკითხვისაგან, სხვების წინაშე თავის გამოჩენისაგან. ბოროტება სძულს, მაგრამ ბოროტებას დამორჩილებული ადამიანი ეცოდება და ევედრება ღმერთს მისი გადარჩენისათვის. ჩვენი წინაპრები დამპყრობლებს სიძულვილის გამო კი არ უმკლავდებოდნენ, არამედ რათა დაეცვათ რწმენა და სამშობლო განადგურებისაგან.

image




ვითხოვოთ ღვთისაგან სიყვარულისა და სიწმიდის ნიჭი, რათა ბედნიერნი ვიყოთ ორსავ სოფელსა შინა.





2
148
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
148
  
2015, 7 ივლისი, 16:53
გმადლობ.
2013, 4 ივნისი, 10:42
ძალიან კარგი სტატიაა:) ბრავო! მეც მინდოდა ამ აზრებისთვის თავის მოკრება,მაგრამ შენ უკეთ გამოგივიდა აშკარად:) http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/33107-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/19/
0 1 2