რელიგია "მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას"... "პირადი ბედნიერება"-ნაწილი 1 2013, 25 მაისი, 9:23 ![]() ![]() ბედნიერება: პირადი ბედნიერება არ არის დამოკიდებული ახალი წლის დღეზე, მეკვლეზე, ჰოროსკოპზე, მკითხავზე, თილისმებზე, ბედისწერაზე, ფიზიკურ სილამაზეზე... როცა ჩვენშია ღმერთი, მაშინ არის ადამიანი ბედნიერი. ჩვენში რომ შემოვიდეს ღმერთი, აუცილებელია განვეშოროდ ბოროტებას. ზოგი თქვენგანი იტყვის "მე საქმით არაფერს ვაშავებო", მაგრამ თავისუფალი ხარ შურის, სიძულვილის, განკითხვისა და სხვებისაგან თავის გამოჩენისაგან?! ან ისე ხომ არ ხარ ჩაფლული მატერიალურ საზრუნავში, რომ ღმერთის ადგილი არ რჩება შენს გულში? ვინც გიყვარს, იმ ადამიანთან საუბარი არ გეზარება, ასევე არ უნდა გეზარებოდეს ღმერთთან საუბარი-ლოცვა. ყოველ დილას უნდა ვმადლობდეთ უფალს, რომ "კიდევ ერთი" დღე გვაჩუქა წუთისოფელში და შემწეობას უნდა ვთხოვდეთ. ვის გულშიც ღმერთია, თავისუფლდება შურისაგან, სიძულვილისაგან, განკითხვისაგან, სხვების წინაშე თავის გამოჩენისაგან. ბოროტება სძულს, მაგრამ ბოროტებას დამორჩილებული ადამიანი ეცოდება და ევედრება ღმერთს მისი გადარჩენისათვის. ჩვენი წინაპრები დამპყრობლებს სიძულვილის გამო კი არ უმკლავდებოდნენ, არამედ რათა დაეცვათ რწმენა და სამშობლო განადგურებისაგან. ![]() ვითხოვოთ ღვთისაგან სიყვარულისა და სიწმიდის ნიჭი, რათა ბედნიერნი ვიყოთ ორსავ სოფელსა შინა. 148 12-ს მოსწონს
|