x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135744
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
პეტრარკას საფლავიდან ამოთხრიან

image მეცნიერები დიდი იტალიელი პოეტისა და ფრანჩესკო პეტრარკას ნეშტს გარდაცვალებიდან 600 წლის შემდეგ, საფლავიდან ამოთხრიან იმისათვის, რომ მის სახელთან დაკავშირებული ლეგენდები გადაამოწმონ და სახის ნაჯვთებიც აღადგინონ. ჯერჯერობით, დაუდგენელია ის პორტრეტები, რომლებიც ჩვენემდეა მოღწეული, რამდენად შეესაბამება პეტრარკას ნამდვილ გარეგნობას. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ თანამედროვე სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით მოახერხებენ პოეტის სახის აღდგენას. გარდა ამისა, სპეციალისტების მიზანია, დარწმუნდნენ, მართლა გადმოავარდა ცხენიდან, როგორც ამას მისი გვიანი ხანის ბიოგრაფები ამტკიცებენ. ასევე სინამდვილეს შეეფერება თუ არა ის, რომ მისი აკლდამა პადუასთან, XVII საუკუნეში შეამტვრიეს, პეტრარკას ხელი მოაჭრეს და სუვენირად თან წაიღეს. სამუშაო ჯგუფი გათხრებს სამი კვირის შემდეგ დაიწყებს, მისი სპონსორია ადგილობრივი ბანკი, ხოლო კოორდინატორი - პადუის უნივერსიტეტის პათოლოგანატომიის პროფესორი ვიელ მარინო.
image პეტრარკა, რომელიც აღორძინების ჰუმანისტური კულტურის მამამთავრადაა აღიარებული, იმით არის ცნობილი, რომ მან სონეტების ფორმა სრულყო. პეტრარკას სონეტებმა გავლენა მოახდინეს ჩოსერზე, სექსპირსა და სპენსერზე. ცნობილია მისი ლირიკული ჟანრის ნაწარმოები. პოეტის რჩეულის სახელი - ლაურა სკოლის მოსწავლეებმაც იციან, როგორც ამბობენ, დიდი პოეტი 70 წლის ასაკში თავის საწერ მაგიდასთან კალმით მჯდომი გარდაიცვალა.image

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:nago123
nago123
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0