სხვა ყველაზე დიდი კოღო მთელს მსოფლიოში 2013, 23 მაისი, 9:01 Toxorhynchites speciosus არის ყველაზე დიდი კოღო მთელს მსოფლიოში. ამ ზომის კოღოს ხილვა შესაძლებელია ავსტრალიის სანაპიროს გასწვრივ, სიდნეის ჩრდილოეთით სანაპიროს ტერიტორიაზე, ახალ სამხრეთ უელსთან და Queensland-ის ჩრდილოეთში.
![]() ამ უზარმაზარ კოღოს უწოდეს "elephant mosquito". ამ ჯიშის კოღოებში, მდედრის ზომები ბევრად აღემატება მამრისას. Toxorhynchites specious-ის ზომა 1.5 ინჩამდეა (იგივე დიუმი) ანუ 3.8 სანტიმეტრი. ზრდასრული Toxorhynchites specious-ს ტანიო მოლურჯო მოვერცხლისფრო ფერისაა. შავი და ყვითელი ფერი დაჰკრავს მუცლის მხარეს, ხოლო ფეხები თეთრი აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ კოღოს ეს სახეობა სულაც არ წოვს სისხლს. ისინი სხვადასხვა სახეობის მცირე ზომის მწერებით იკვებებიან. ზრდასრული Toxorhynchites specious, აგრეთვე, მცირე ზომის მწერებთან ერთად იკვებება ხილის წვენით და დაზიანებული მცენარეების წვენით. მეცნიერების ვარაუდით, ამ კოღოს გამრავლება და გამოყენება შესაძლებელია სხვა კოღოების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ამით შესაძლებელი გახდება მალარიის, ცხელების და მსგავსი დაავადებების თავიდან აცილება. 100 9-ს მოსწონს
|