შოუბიზნესი რატომ დაშორდნენ რობერტ პატინსონი და კრისტენ სტუარტი 2013, 22 მაისი, 12:58 როგორც ჩანს, რობერტმა და კრისტენმა ურთიერთობაში "პაუზა" კიდევ ერთხელ გააკეთეს.
რობერტის მეგობრები ამბობენ, რომ დაძაბულობა პატინსონის დაბადების დღიდან დაიწყო. რობერტმა დატოვა წვეულება, რომელიც კრისტენმა სპეციალურად მისი იუბილესთვის მოაწყო. მათ იჩხუბეს და რობერტმა კრისტენს ყველაფერი უთხრა, რასაც მასზე ფიქრობდა "კამათობდნენ ღალატზე, კრისტენის ეგოისტობაზე და მის მუდმივ უხასიათობაზე"- ამბობს წყარო. ასეა თუ ისე, ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ეს დაშორება დროებითია, მათ ერთმანეთი უყვართ და მაინც შერიგდებიან. თუმცა, ახლახანს პაპარაცებმა დააფიქსირეს როგორ დატოვა რობერტმა კრისტენის სახლი უამრავი ჩანთით ხელში, მან საყვარელი ძაღლები - ბეარ და ბერნიც წაიყვანა. როგორც ჩანს, წყვილი შერიგებას ჯერ არ აპირებს. 111 2-ს მოსწონს
|