საზოგადოება შორენა ბეგაშვილი სომხური ლუდის რეკლამაში, რატომ ვერ ბედავენ ქართველი კაცები მის გვერდით ყოფნას? (+ვიდეო) 2013, 21 მაისი, 3:14 ქართველმა მსახიობმა, შორენა ბეგაშვილმა ბოლო დროს სომხეთშიც მოიპოვა პოპულარობა. მან რამდენიმე ქართულ-სომხურ ფილმში მიიღო მონაწილეობა და მის "ფეისბუის" გვერდზე სომეხი მეგობრებიც მომრავლდნენ. ქართველი მსახიობი სომხური ლუდის "Gyumri"-ს რეკლამაში გადაიღეს. გთავაზობთ რეკლამას. შორენა პოპულარული ჟურნალ "ფლეიბოის" წყალობით გახდა. ეს მისი პირველი სკანდალი გახლდათ, რომელსაც გადაცემა "ღამე შორენასთან" მოჰყვა და მას შემდეგ მსახიობი ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. შორენას უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ევა ბარბაქაძე. გოგონა დედის მესაიდუმლე და მისი ყველაზე ერთგული, პატარა მეგობარი გახლავთ. შორენა პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, საიდუმლოდ ინახავს, ხან ამბობს, რომ მას საყვარელი ადამიანი ჰყავს, ხან კი უარყოფს. საჩუქრებს საკუთარ თავს თვითონვე უკეთებს, რადგან იცი, რომ უანგაროდ მხოლოდ ერთეულები თუ იმეტებენ რაიმეს. "ქართველი კაცები ჩემ გვერდით ყოფნას ვერ ბედავენ. მათ აკომპლექსებთ ჩემი თამამი როლები, იმიჯი და მესმის. ქართველი მამაკაცები ჩემს რეალურ ცხოვრებას ჩემს პროფესიასთან აიგივებენ. სცენაზე, სერიალში, ეკრანზე ვთამაშობ, რეალურ ცხოვრებაში კი ისეთი ვარ, როგორიც ვარ. როცა პირადად გამიცნობენ, მერე შეიქმნიან წარმოდგენას"-გვიამბობს შორენა. მსახიობის მტკიცებით, მისთვის გათხოვება პრობლემა არ არის, უბრალოდ ჯერ სიყვარული არ წვევია, იმ ადამიანს ველოდები, ვის გვერდითაც სიცოცხლის ბოლომდე ვიცხოვრებო. ვუსურვოთ შორენას წარმატებები... 1803 15-ს მოსწონს
|