შოუბიზნესი რატი დურგლიშვილისთვის მეორე ნახევარს ეძებენ 2012, 25 აპრილი, 18:38 დუე ![]() დაოჯახებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა აპირებს, მაგრამ არა უახლოეს მომავალში. რატი ამჟამად 29 წლის გახლავთ. როგორც თვითონ ამბობს, დრო კი აქვს, მაგრამ მისმა ოჯახის წევრებმა უკვე აიმაღლეს ხმა, მამიდაც კი ჩართულია ამ ამბავში. რატის რომ თაყვანისმცემლები არ აკლია, ეს უდავოა. ბევრს მოსწონს, მაგრამ იქნებიან ისეთებიც, რომლებიც შეიძლება აკრიტიკებენ კიდეც. კრიტიკასთან დაკავშირებით რატის აზრი შემდეგია. - მაგალითად, ბოლო კონცერტით ჩემ გარშემო ყველა კმაყოფილი დარჩა. სცენაზე ყველაფერი მაღალ დონეზე იყო მოწყობილი, ყველაერი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდა. მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი კონცერტები ტარდება. რაც შეეხება ახალი წლის თემას, რატი იხსენებს, რომ მისთვის ყველაზე დასამახოვრებელი იყო ის დღე, როცა მან და მაკამ ''იმედის ტალღაზე გაიმარჯვეს, სადაც ჰონორარი გადასცეს. თანხა არ ახსოვს რამდენი იყო, თუმცა ამბობს რომ მისთვის ეს არ იყო ცოტა. 77 1-ს მოსწონს
|