კესარია აბრამიძე - მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ხომ უნდა გამიჩნდეს სურვილი ეკლესიაში მივიდე...
მოგეხსენებათ 17 მაისს ლგტბ-ს აქცია გაიმართა, რომლის წინააღმდეგაც დაიძრა სამღვდელოება და მოსახლეობის დიდი ნაწილი. ჰომოსექსუალებს, გეებს, ლეზბიანკებს და ტრანსექსუალებს დიდი აგრესიით შეხვდნენ და მოხდა შეხლა-შემოხლაც. ისინი საპატრულო პოლიციამ გაარიდა აბობოქრებულ მოსახლეობას, თუმცა მაინც არიან დაზარალებულები. ამ აქციის შესახებ უამრავი მოსაზრება გამოითქვა, ბევრი გააღიზიანა მამაოების ჭინჭრებით გამოჩენამ და მათმა ბილწსიტყვაობამ. ამასთან დაკავშირებით კესარია აბრამიშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ამაზრზენია მითუმეტეს, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. იგი თვლის, რომ ქართველი ერი ასეთი აქციისთვის მზად არ არის ჯერ. კესარიამ განაცხადა: "მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ხომ უნდა გამიჩნდეს სურვილი ეკლესიაში მივიდე და აღსარება ჩავაბარო. ამ ყველაფერს მომავალი თაობა, ბავშვები ხედავენ და რა შთაბეჭდილება დარჩებათ, როცა ჯვრით ხელში იგინება და ბილწსიტყვაობს ეკლესიის წარმომადგენელი. ეს ყველაფერი უბრალოდ ამაზრზენია."
ჯიგააარ
და რომ ეს ჩვენი საქმე არ არის და ყველამ თავის ცოდვას მიხედოს, ცუდი დამოკიდებულებაა, მის მიმართ რწმენას კარგავ და ისევ შენზე მოქმედებს ცუდად. ალტერნატიული ვარიანტია უბრალოდ თვალების დახუჭვა...
ეს კი უკვე აღარ არის ჭეშმარიტების ძიება. შენც იმ ფარისევლობიც და ტყუილის ნაწილი ხდები, რაც ადამიანს უფრო და უფრო ბოჭავს და უკარგავს სისუფთავის და შინაგანი სამართლიანობის შეგრძნებას.
მე პირადად არ მივალ იმ ექიმთან, რომელიც თვითონ არის ავად.
მე არ მივალ იმ დიეტოლოგთან, რომელსაც წონის პრობლემები აქვს.
მე არ მივალ იმ სასულიერო პირთან, რომელიც ცოდვას ჩადის და თავისი ქცევით იმ სარწმუნოებას ეწინააღმდეგება, რომელსაც თვითონ ქადაგებს.
ნდობის ამბავია, მეტი არაფერი.