ავტომობილი "Pontiac Deluxe Six ", რომელიც უფრო ცნობილია სახელწოდებით "მანქანა აჩრდილი"(Ghost Car) დამზადებული იქნა 1939 წელს General Motors-ის და Rohm & Haas-ის მიერ.ავტომობილის კორპუსი მთლიანად ორგანული მინისგანაა დამზადებული, იგი წარდგენილი იყო 1939 წელს ნიუ-იორკის ავტოგამოფენაზე, მისი დამზადება იმ დროისთვის კოლოსალური თანხა- 25 000 $ დაჯდა.
Ghost Car-ი უნდა გამხდარიყო გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობა, რომელიც მიძღვნილი იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის ინაუგურაციის 150 წლისთავისადმი. გამჭვირვალე კორპუსი კომპანია Rohm & Haas-მა დაამზადა ორგანული მინა Plexiglas-ისგან, რომელიც 1933 წელს იქნა გამოგონილი. ძრავი 85 ც.ძ., 6 ცილინდრით და 3.73 ლიტრი მოცულობით არის აღჭურვილი.ინტერიერი გაფორმებულია ქრომირებული ფოლადით და თეთრი რეზინით, რომელიც დღემდეა შემონახული.პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაშია გამჭვირვალე კორპუსიც. ამით უნდა იამაყოს მწარმოებელმა Rohm & Haas-მა, დღევანდელ დღესაც იშვიათად თუ შევხვდებით ამისთანა ხარისხის პლასტმასს.ავტომობილი დღესაც სრულიად გამართულია დამოუკიდებლად შეუძლია გადაადგილება. ავტომობილმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, ჯერ სხვადასხვა გამოფენებზე მოგზაურობდა, შემდეგ 1973 წელს ვინმე დონ ბარლულომ იყიდა ნიუ -კამბერლენდიდან, შემდეგ 1979 წელს კოლექციონერმა ლეო გეფერტონმა შეიძინა.1980 წელს უცნობმა კოლექციონერმა შეიძინა.ბოლოს ავტომობილი 2011 წლის აგვისტოში 189 000 £-თ გაიყიდა.