საზოგადოება "ჩემი ცოლის დაქალები" დიტოს გარეშე დარჩა! 2013, 17 მაისი, 1:28 "მეგორებო, გვინდა გაცნობოთ, რომ დიტოს როლის შემსრულებელი, მსახიობი კოტე თოლორდავა, გადაყვანილია საავადმყოფოში წითელას დიაგნოზით. ძალიან სამწუხაროა, რომ მის გამოჯანმრთელებამდე, იძულებული ვართ სცენარში ცვლილებები შევიტანოთ და დროებით სხვა პერსონაჟებზე გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენის მხრივ, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ კოტეს და იმედი გვაქვს ძალიან მალე დაგვიბრუნდება გადასაღებ მოედანზე"-ეს ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა "ჩემი ცოლის დაქალების" "ფეისბუქის" გვერდზე. როგორც გაირკვა კოტე თოლორდავას წითელა გადაედო შვილებისგან. ბატონები ჯერ უმცროს ბავშვს ჰქონდა, შემდეგ უფროსს. როგორც წესი, ბატონები მოზარდებს უფრო რთულად გადააქვთ, ვიდრე პატარებს. "მაღალი სიცხეებით გუშინ სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოვედით საავადმყოფოში მთელი ოჯახი"-აღნიშნა განომ. (ალბათ ყველამ იცით, რომ განო მელითაური კიტე თოლორდავას ცოლია.) ის ერთადერთია, ვინც ბატონებს გადაურჩა და ახლა ქმარ-შვილს უვლის. ჟურნალი "რეიტინგი" განოს დაუკავშირდა, რომელიც გაღიზიანებული, განერვიულებული და აშკარად უკმაყოფილო გახლდათ საავადმყოფოს მდგომარეობითა და ექიმებით: "ასეთი არაფერი მინახავს. მტერს რომ არ უსურვებ აქ მოხვედრას. ჯერ საშინელი პირობები, მერე არაკეთილგანწყობილი ექიმები, ასეთი რამ კიდევ თუ ხდებოდა სადმე, ვერც წარმომედგინა. სუპრასტინი რომ სუპრასტინია, ის არ აქვთ. რამე რომ გჭირდება, ასჯერ უნდა უთხრა ექთანს. უყურადღებობის პიკია". 1695 12-ს მოსწონს
|