x
image
აკაკი79
სხეული ორი მეტრიდან.

"ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემსვლელთ უშვებთ."

" ვაი თქვენ მწიგნობარნო და ფარისეველნო. თვალთმაქცნო ვინაიდან გადასჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ; ამისთვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ."

ხელის ზურგი ისეთი ლურჯია თითქოს მაცივრიდან ახლად გამოიღეს, მეორე, ისს რომელიც ნიკაპს ქვემოდენ მოსჩანს თითქოს სხვისი ხელია საერთოდ. მარცხენა ფეხი ოდნავ არის მოხრილი და მარჯვენის მუხლს ეფარება. გვერდით მყოფი საჭმლის მომლოდინე ძაღლივით ცქმუტავს და რამოდენიმეჯერ კაი ძალით ჩაარტყა კიდეც წვივში. საოცარია, რომ საერთოდ არ განძრეულა, მტვერიც არ ჩამოუბერტყავს შარვლიდან.

" უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო დიდია ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმენდს."


"ბრმებო, რომელი უფრო დიდია:ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ წმენდს."


-შემიწყალე, შემიწყალე შემიწყალეე........

-გევედრები, გევედრები გევედრებიი.....

გაშეშებული სახე..

ცხვირისნესტოები ოდნავ იბერება და საულვაშეზე დარჩენილ ბეწვს ძირს აწვენს, ტუჩები საერთოდ არ არის ამ ქვეყნად, არ არსებობს ისეთი გამოთქმა რომ მიესადაგოს მის იმწუთიერ ხასიათს. არაფრის მეტყველი თვალები კედლისკენაა მიმართული, ახლა წერტილებადაა დაშლილი მთელი მატერია და ის რომელიღაც მათგანს აკვირდება მთელი ძალით.მასში სიცოცხლის არცერთი ნიშანი არ იკვეთება ისე აშკარად როგორც მის წინ მჯდომარე მკერდსავსე ქალში, რომელიც აფრქვევს, ასხივებს უკვდავებას, აშკარად ხედავ როგორ ცემს გული მის ყელზე, კისერზე თუ მოშიშვლებულ თეთრ მკლავებზე. მისი სიხარულით აღსავსე თვალები გაზაფხულივით ანათებს და ათბობს გვერდით მჯდომ გაღიმებულ მამაკაცებს, მათი ბედნიერი სახეები უკენ მჯდომის შუბლზე ირეკლება და მაინც...

საერთოდ არ გავს სულიერს. მწუხარების, სევდის და დარდის უხილავი გარსი სადღაც შორიდან მოძრაობს, დარბაზის, უბნის, ქალაქის და საერთოდ ქვეყნის გარედან.

იმ წუთიდან როცა პირველად მოატყა ადამიანი და სასიკვდილო ჭრილობა დაუტოვა მკერდში....

ბრმა იყოოო...

ახლა რეალურ სხეულებს ხედავს და სიმახინჯე გულს ურევს. აღარ სურს თვალი შეავლოს ვინმეს რადგან საშინლად დაუმახინჯებია სიყალბეს ისინი.

სიყვარულმა აუხილა თვალები..

სიყვარულმა მოკლაა..

სიყვარულმა დააკავშირა სიცოცხლეს..

სიყვარულმაააა...

და მაინც კედლის მხარესაა თვალები მიმართულიი

უსულო საგნებმა გადაფარა სიტყვაა..

გული. გული გულიი..

აღარ ცემს ის ადამიანშიი..

"ვაი თქვენ მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით."

"ბრმა ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი..."

მშვიდი ტონით იღვრებოდა მქადაგებლის პირიდან სიტყვა..

სიტყვა რომელიც საგნებმა გადაფარესსს...





ა.ვ. 2013წ.image













0
19
შეფასება არ არის
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0