x
image
K.P.
სამორი ბალდე შეყვარებულია (+პირადი ფოტოკოლექცია)

imageსამორი ბალდე პოპულარული პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი გამარჯვებულია. პროექტში მონაწილეობამ მას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სიყვარული მოუტანა, მეტიც სამორი გოგოების კუმირად იქცა.ის 26 წლისაა, 23 წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრობს. სამორი "იმედის დილისა" და "ახალი ხმის" წამყვანია. ალბათ არ იცოდით, რომ მან ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა, ახლა კი მუსიკალური თეორიის კურსს გადის. სამორის პირად ცხოვრებაში სიახლეებია. ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში მან განაცხადა, რომ შეყვარებულია. imageსამორი გვიამბობს: "შეყვარებული მყავს. სახელს, გვარს და მისამართს არ გეტყვით, ცნობილი არ არის". სამორი ყველაზე მეტად ქალში ინტელექტს აფასებს, გოგოსთან ყველა იმ თემაზე საუბარი უნდა შემეძლოს, რაზეც მამრობითი სქესის ჩემს მეგობრებს დაველაპარაკებიო. საყვარელი ადამიანი უკვე ჰყავს, მაგრამ სამორი ჯერ დაქორწინებას არ ჩქარობს: "ყველაფერს თავისი დრო აქვს. კალენდარული ასაკი აქ არაფერ შუაშია. ეგეც თავისით უნდა მოხდეს. შეიძლება გოგო ჩემთვის იდეალური იყოს, მაგრამ ოჯახის შექმნაზე მაინც არ ვიფიქრო. ამ ყველაფერს სწავლა, მატერიალური საკითხი და სხვა უამრავი ფაქტორი განაპირობებს". სულ ცოტა ხნის წინ აქტიურად საუბრობდნენ სალომე კორკოტაშვილისა და სამორის რომანზე. ეს ყველაფერი ჭორები არ გამოდგა, მაგრამ წყვილი არ შედგა, ისინი ახლა მხოლოდ მეგობრები არიან. ვუსურვოთ სამორის წარმატებები... imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage








imageimageimageimageimageimageimageimageimage











0
1235
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0