x
image
cxvedo
საუკეთესო მონადირე ძაღლი
მსოფლიოში საუკეთესო მონადირე ძაღლად აღიარებულია Rhodesian Ridgeback, რომელსაც სხვა სახელებითაც იცნობენ: Ridgeback (შემოკლებით), Lion Dog და African Lion Hound.


Rhodesian Ridgeback hunting


Rhodesian Ridgeback წარმოშობით ზიმბაბვედან არის. მას იყენებდნენ როგორც სანადიროდ, ასევე სახლისა და ქონების დასაცავად. იგი წარმოშობით იმ ძაღლების ნაჯვარია, რომლებიც XVI-XVII საუკუნეებში ჩამოიყვანეს სანხრეთ აფრიკიდან (Khoikhoidog, Mastiff, Deerhound და Great Dane). ამ ძაღლის პირველი სახეობა დაფიქსირდა 1922 წელს, თუმცა ცნობილია, რომ 1877 წელს სასულიერო პირს ლომი ეგონა როცა ცხენით მიმავალმა პირველად დაინახა. სწორედ აქედან შეარქვეს ამ ძაღლს "აფრიკული მონადირე ლომი" (African Lion Hound). ეს ძაღლი საკმაოდ კარგად უძლებს აფრიკულ სიცხეებს და ცივ ღამეებს. Rhodesian Ridgeback ამრიკის შეერთებულ შტატებში 1950 წელს ჩამოიოყვანეს პირველად. Rhodesian Ridgeback AKC-მ (American Kennel Club) 1955 წელს აღიარა.


Rhodesian Ridgeback



ფოტოზე გამოსახული ძაღლი 3 წლისაა.


Rhodesian Ridgeback საკმაოდ ღონიერი ძაღლია. ყურები ერთმანეთისაგან საკმაო მანძილით აქვს დაშორებული (ჩვეულებრივი ძაღლისაგან განსხვავებით). ცხვირი შავი, თავად კი ღია ყავისფერი, ღვიძლისფერი. ამ ჯიშს ძაღლებს დაშვებული ყურები აქვთ. Rhodesian Ridgeback ასევე გამოირჩევა წინა ფეხების სისწორითა და სიძლიერით, მას ასევე კარგად დაკუნთული გულმკერდი აქვს. მოკლე ბეწვი უმშვენებს ტანს, რომელზედაც ერთი უცნაურობა აქვს - ზურგზე ბეწვი უკუღმა ეზრდება (ანუ კუდიდან კისრის მიმათულებით). ზრდასრული ძაღლის ფეხები ღიავდება და მოწითალო ფერის ხდება, ხოლო მკერდი ნათელი ხორბლისფერი უხდება.


Rhodesian Ridgeback

Rhodesian Ridgeback

Rhodesian Ridgeback სახლში ძალიან მშვიდი, ნაზი და ალერსიანი ძაღლია. მას ძალიან უყვარს ბავსვებთან თამაში. ბავშვის უხეშ დარტყმაზეც არ რეაგირებს ცუდად. იგი საკმაოდ ჭკვიანი და ერთგული ძაღლის რეპუტაციით სარგებლობს, მაგრამ ამ ჯიშის ძაღლს საზოგადოებასთან თუ არ ექნება ურთიერთობა, იგი დაუმორჩილებელი ხდება. ამიტომ არ არის რეკომენდირებული მისი ყოლა ყველასათვის (ვინც ვერ აქცევს ძაღლს სათანადო ყურადღებას). Rhodesian Ridgeback საოცარი სისწრაფითაცაა გამორჩეული. იგი მეძებარიც არის, მწევარიც და ქოფაკის როლსაც მშვენივრად ირგებს.


ახლა ცოტა რამეს მის ზომებთან დაკავშირებითაც მოგაწვდით:


სიმაღლე:

მამრი - 63-69 სმ

მდედრი - 61-66 სმ


წონა:

მამრი - 80-90 ფუნტი (36-41 კგ)

მდედრი - 65-75 ფუნტი (29-34 კგ)


Rhodesian Ridgeback


Rhodesian Ridgeback-ს შეუძლია გაძლოს მაღალ ტემპერატურაში უპრობლემოდ. მათი პრობლემა ძირითადად კანის დაავადებებია.


მათთვის იდეალური საცხოვრებელი გარემო დიდი ეზოა.


ჩვეულებრივი მონადირე ძაღლებისგან განსხვავებით ისინი არ იღლებიან და მათი თანხლებით ყოველ დღე შეგიძლიათ სანადიროდ სიარული.


Rhodesian Ridgeback


მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-12 წელია.


1
763
11-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
763
  
2013, 14 მაისი, 22:59
რა კარგი ძაღლია
0 1 1