საზოგადოება ხუთი ყველაზე გავრცელებული შიში 2013, 14 მაისი, 19:42 გაგაცნობთ 5 ყველაზე გავრცელებულ ადამიანის შიშს, ცნობილია, რომ ადამიანის შიში(ფობია) საკმაოდ ბევრია და საერთო ჯამში 3000-ს აღწევს.ფსოქოლოგებმა გამოკვეთეს 5 ყველაზე გავრცელებული შიშის ფაქტორი. მაშ ასე:1)მარტოობის შიში-ეს შიში როგორც აღმოჩნდა ყველა ჩვენთაგანში ძევს, განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან ამას მარტოხელა ქალები, მოხუცები და ინვალიდები.ამის გამო ხშირად, მარტოობის შიშის გამო, ადამიანები არაორდინალურ საქციელს სჩადიან, მაგალითად:40 წელს გადაცილებული ქალი აჩენს ან იყვანს ბავშვს, მოხუცი ბინას მომვლელს უმტკიცებს და ა.შ.2)სიკვდილის შიში(ნეკროფობია)-სიკვდილის ყველას ეშინია, უბრალოდ ვცდილობთ, რომ არ ვიფიქრობთ ამაზე, საკმარისია წარმოვიდგინოთ და საკმაოდ სევდიან ხასიათზე დავდგებით, არ ეშინიათ სიკვდილის მძიმედ დაავადებულებს, რომლისთვისაც სიკვდილი შვებაა, მაგალითად:ბოლო სტადიაში მყოფ ონკოლოგიურ ავადმყოფებს და სხვა.3)სოციოფობია(სახალხოდ გამოსვლის შიში) და აგორაფობია(გაშლილი სივრცის შიში)-ეს შიში თითქმის ყველაშია მეტ-ნაკლებად, თუმცა შემდგომ ადამიანი ხშირად გადალახავს-ხოლმე ამ შიშს, თუმცა არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც სამუდამოდ რჩებიან ამ შიშის ქვეშ კიდევ უფრო იკეტებიან საკუთარ თავში.4)შიში ტარაკანების, გველების, ობობების, მონსტრების, დემონების, მაღალი ქუსლების, გამორთული ტელევიზორის ეკრანის, სარკის, თვითმფრინავის და სხვა...რატომ მოხვდნენ ეს სხვადასხვა საგნები ერთ ჯგუფში?იმიტომ, რომ ამ ყველა შიშს ერთი ფუძე აქვს, -ადამიანები, რომლებსაც ინტელექტი აქვთ, მაგრამ განუვითარებელი აქვთ მატერიალური აზროვნება, ამ ჯგუფში შედიან ძირითადად ხელოვანი ხალხი, მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები, მოდელები და ა.შ.მოკლედ ისინი, რომლებიც ძირითადად ემოციურად აზროვნებენ.5)ინტიმური სიახლოვის შიში-ამის შიში არა მარტო 16 წლის მოზარდს, არამედ 40 წელს გადაცილებულ ზრდასრულ მამაკაცებს და ქალებსაც აქვთ.ამის მიზეზი ძირითადად წარსულია, ვიღაცამ რაღაც შენიშვნა მისცა გარეგნობაზე, ან დასცინა, ან კიდევ უღალატა ან სხვა რამ, რამაც პიროვნების დაკომპლექსება გამოიწვია. 250 8-ს მოსწონს
|