ისტორია სპარტელების უძველესი წესჩვეულებები 2012, 25 აპრილი, 3:52 1. ყველა ვინც შედიოდა სასადილო ოთახში (ძველ სპარტაში მიღებული იყო საერთი სასადილოები, თვით სპარტის ძლევამოსილი მეფეებიც იქ მიირთმევდნენ საჭმელს), იქ მყოფი უფროსი მიუთითებდა კარებისკენ და ამავდროულად აფრთხილებდა ყველას "არც ერთი სიტყვა არ გადის მას იქით" სწორედ სასადილოში იღებდნენ ძველი სპარტელები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს;
2. ყველაზე მეტად სპარტელები აფასებდნენ ეგრედ წოდებულ "შავ სალაფავს" ასე რომ მოხუცებულები მათ წილ ხორცს არ ჭამდნენ და უთმობდნე ახალგაზრდებს;
3. სპარტელები არასდროს იყენებდნენ ჩირაღდნებს იმიტომ, რომ უბრალოდ აკრძალული ჰქონდათ მათი გამოყენება, რადგან მიაჩნდათ, რომ უფრო კარგად და მამაცურად ივლიდნენ ღამე გზებზე ომის დროს;
4. სპარტელები წერა - კითხვას სწავლობდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გამოსდგომოდათ ყოფით ცხოვრებაში. ხოლო რაც შეეხება მეცნიერებას და განათლებას, მათ ეს უბრალოდ აკრძალეს ქვეყანაში და ყველა მეცნიერი გაყარეს ქვეყნიდან, რადგან მიაჩნდათ რომ ახალგაზრდების აღზრდა მიზანმიმართული უნდა ყოფილიყო დისციპლინის და სამხედრო ხელოვნებისკენ;
5. სპარტელები არ ხმარობდნენ ქვედა საცვლებს, მთელი წლის განმავლობაში ეცვათ მხოლოდ ზედა მოსასხამი. დადიოდნენ დაუბანელები, გარკვეულწილად გაურბოდნენ ბანაობას; 6. სპარტაში მამათმავლობა მიღებული იყო, მაგრამ არ შეიძლებოდა იმ ყმაწვილთან ურთიერთობა რომელიც სრულწლოვანი არ იყო. ვინც ამ კანონს არღვევდა მას აძევებდნენ ქვეყნიდან და ართმევდნენ მოქალაქეობას; 7. სპარტაში აკრძალული იყო ვაჭრობა, თუ ვინმეს რამე სჭირდებოდა და არ ქონდა, მიდიოდა თავის მეზობელთან და იღებდა იმ შემთხვევაში ტუ მასაც არ სჭირდებოდა იმ მომენტში, ეს წესი ეხებოდა თითქმის ყველაფერს, მაგალითად სანადირო ძაღლს, ცხენს, ბეღელს და ა. შ. 8. სპარტაში 7 წლის ბავშვი აღარ ეკუთვნოდა ოჯახს, იგი უკვე სახელმწიფოს საკუთრება ხდებოდა, ბავშვები მიყავდათ სპეციალურ საწვრთნელ ბანაკებში სადაც მიმდინარეობდა მათი წვრთნა 13 წლის განმავლობაში. 799 9-ს მოსწონს
|