კულტურა ულამაზესი ვალპარაისოს ქუჩის ხელოვნება - ფოტო-რეპორტაჟი ჩილედან 2018, 7 მარტი, 17:04 ვალპარაისო ჩილეს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია, მის შესახებ ჩილელი პოეტი პაბლო ნერუდაც აღფრთოვანებული საუბრობს. აქ ულამაზეს ბუნებასთან ერთად ქუჩის ხელოვნებაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია, ამიტომაც ვალპარაისო ათასობით მოგზაურს იზიდავს.
იგი პაბლო ნერუდას, ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის ქალაქი იყო, სწორედ აქ მდებარეობს პოეტის სახლი ლა სებასტიანში. "ვალპარაოსო, რა აბსურდული რამ ხარ, როგორი სიგიჟე: გიჟური პორტი. ისე იპყრობ მწვერვალებს, რომ არასოდეს დამთავრდება შენი ეს გზნება. შენ არასდროს გქონია დრო შენი თავისთვის, და ყოველთვის გაოცებული იყავი ამ ცხოვრებით "- პაბლო ნერუდა ადგილობრივი ხელისუფლება ქუჩის ხელოვნებაზე ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, ტურისტები კი ამ ადგილზე გიჟდებიან. ნახეთ ფოტოები და თავად დარწმუნდით: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 274 2-ს მოსწონს
|