x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
გამდიდრების მარტივი შესაძლებლობა

imageმატერიალური უზრუნველყოფა მრავალი ადამიანისათვის მნიშვნელოვანი საკითხია, ზოგისთვის ელემენტალური საარსებო წყაროა, ზოგისათვის კი მანიაკალური წყურვილია გამდიდრების და სხვებზე ზემოდან ყურებისა. ჩვენ ყველანი მივისწრაფვით გავიუმჯობესოთ ჩვენი მატერიალური მდგომარეობა.ძნელად თუ ნახავთ ადამიანს, ვინც გამდიდრებაზე უარს იტყვის.ყველა სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს მიაღწიოს საწადელს - ზოგი პატიოსნად, ზოგიც ნებისმიერი სახით, თუნდაც ღირსების შემლახველი ქმედებით.ზოგჯერ საკუთარ თავსაც კარგავენ სიმდიდრის ძიებაში, ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც ადამიან სჭირდება, კარგავენ მეგობრებსაც, ნათესავებსაც, ადამიანურ სიყვარულსაც. ხშირად დაპირისპირების საგანიც ხდება, მასზე გამუდმებით დაობენ მდიდარი სახელმწიფოებიც კი.იშვიათად, რომ ვინმე მიღწეული სიმდიდრით დაკმაყოფილდეს.როცა სიმდიდრის წყურვილი გაწუხებს, ძნელია წარმოიდგინო და დაინახო რა საშინელი სანახავი ხარ სხვისი თვალით.

არსებობს მრავალი რჩევა-დარიგება, თუ როგორ გავმდიდრდეთ, როგორ მოვიხვეჭოთ უფრო მეტი ფული.ჩვენ, პატიოსანი ადამიანები, კი ვცდილობთ ავირჩიოთ მაქსიმალურად ისეთი ვარიანტი, რომელიც არ შეგვილახავს ღირსებას, ღვთის წინაშე მართალს დაგვტოვებს. ვფიქრობ, ამისათვის არსებობს კარგი შესაძლებლობა: დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ, რომ ტრიალ მინდორზე ან უდაბნოში ხართ, ირგვლივ არაფერი, არც ადამიანი, არც სასმელი, არც საჭმელი, მხოლოდ თქვენ, სულ არაფერი გაბადიათ.გაახილეთ თვალები და დაფიქრდით, რამდენი რამე გაქვთ: გყავთ მეგობრები, ნათესავები, ადამიანები, ვისთანაც კარგად გრძნობთ თავს; გაქვთ სახლი, მინიმუმ ასე თუ ისე საკმარი საჭმელ-სასმელი, რომელზეც ასე ვგიჟდებით ადამიანები; ყველაზე მთავარი გაქვთ - სიცოცხლე. არსებობს ამაზე მეტი სიმდიდრე?! თუ ფიქრობთ, რომ არა, გილოცავთ, თქვენ უკვე ძალიან მდიდარი ხართ.

2
112
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
112
  
2013, 4 ივნისი, 11:24
100%-იანი ხარ:)
2013, 4 ივნისი, 11:05
და კიდევ ერთხელ გაიხარე... სრული ჭეშმარიტებაა, რომ სიმდიდრე მარტო ხორციელსა და მატერიალურზე ზრუნვა არ არის და თუ მაინც ეს ყოველივე გაქვს ადამიანს, მხოლოდ იმიტომ რომ გაჭირვებულ ფენას დაეხმარო და არა განდიდების მწვერვალზე იდგე. სიტყვით რომ გაუვლიან ხოლმე "მათხოვარს" (მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის) და იტყვიან მეცოდებაო, მას შენი შეცოდება ვერ ასულდგმულებს, მოწყალება უნდა გაიღო, იმიტომ დაუშვა იმ დალოცვილმა ღმერთმა ის რომ შენ მასზე მეტი გაქვს.
0 1 2