x
image
Fieramente
მუსულმანები ბიკინებს ეგუებიან
image"ეგვიპტეში ნელ-ნელა ეგუებიან უცხოელი ტურისტების სასმელსა და ბიკინს", - წერს გაზეთი „იზვესტიე“. ეგვიპტის ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საერთოდ არ არის ნასვამი ტურისტების წინააღმდეგი და იმისთვისაც კი მზად არის, რომ შეეგუოს ბიკინებში გამოწყობილ ქალბატონებს. ადრე, შარიათის წესების მიხედვით, მმართველი ისლამისტური პარტიის „ძმები -მუსულმანების“ წარმომადგენლები მსგავსი ამორალური საქციელის წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა, 2 წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ფინანსური მოსაზრებები რელიგიურზე მაღლა დამდგარიყო. სტატისტიკის ცენტრალური სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს ადგილობრივ კურორტს 14, 7 მილიონი ტურისტი ეწვია. თუმცა „ძმები-მუსულმანები“, ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე პირობას დებდნენ, რომ მკაცრად იბრძოლებდნენ ეგვიპტის საზოგადოების მორალური გახრწნის წინააღმდეგ, რაშიც, მათივე აზრით, მნიშვნელოვანწილად უცხოელი სტუმრები არიან დამნაშავეები.

image


თავდაპირველად, ხელისუფლებამ ალკოჰოლის გამოყენების აღმოფხვრა გადაწყვიტა, შემდეგ დრეს-კოდის დაწესება დაიწყო.

image



შედეგად, რევოლუციის დროსა და მის შემდეგაც ეგვიპტისადმი დაკარგული ინტერესი ტურისტებს შორის ბოლომდე მაინც ვერ აღსდგა. ეგვიპტეში ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, ამიტომ რადიკალებსაც კი მოუწიათ ალკოჰოლთან და ღია კუპალნიკებში გამოწყობილ ქალბატონებთან შეგუება. ეგვიპტის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მისი ამგვარი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს წლეულს ტურისტული ნაკადის 20%-ით გაზრდას.

0
31
6-ს მოსწონს
ავტორი:Fieramente
Fieramente
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0