სხვა ვინც "ფეისბუქში" არ არის დამნაშავეა (?) 2012, 6 აგვისტო, 19:12 „მათ, ვისაც არ აქვთ ფეისბუქზე თავიანთი პროფილი საეჭვო პიროვნებებად არიან მიჩნეულები და უნდა გადამოწმდნენ, ეწევიან თუ არა კრიმინალურ ცხოვრებას“ - დაასკვნა გერმანელმა
ფსიქოლოგმა კრისტოფ მელერმა. ამის არგუმენტად მან მოიყვანა ნორვეგიელი ტერორისტი- ანდერს ბრეივიკი და ამერიკელი - ჯეიმს ჰოლმსი, რომლებსაც არ ჰქონიათ გახსნილი პროფილი ფეისბუქზე. შესაძლოა, ფსიქოლოგის განცხადება არ არის საფუძველს მოკლებული. რადგანაც ადამიანები, რომლებიც ემალებიან სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლო აღმასრულებლებს, ან საბანკო უსაფრთხოების სამსახურებს, ამჯობინებენ ანონიმურებად დარჩნენ. მაგრამ იმის საჯაროდ გაცხადება, რომ ყველა, ვინც სოციალურ ქსელში არ არის დარეგისტრირებული, პოტენციური დამნაშავეა - უკვე მეტის-მეტია. მით უფრო, რომ მთელი რიგი მიზეზები არსებობს იმისა, რომ ადამიანს ფეისბუქის მოხმარების სურვილი არ ქონდეს, - ამბობს ფსიქოლოგი და აკადემიკოსი სერგეი კლიუჩნიკოვი. ფეისბუქი ერთადერთი სოციალური ქსელი არ არის მსოფლიოში. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, რომლებმაც არ იციან კომპიუტერის მოხმარება, მით უმეტეს, სოციალური ქსელების შესახებ არაფერი გაეგებათ. მართალია დღესდღეისობით, ახალგაზრდობის დიდი ნაწილია მიჯაჭვული კომპიუტერებთან, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სოციალურ ქსელებს სპორტს, ხელოვნებასა და მეგობრებთან პირდაპირ ურთიერთობას ამჯობინებენ. „გერმანელი კოლეგის მიერ გაკეთებული დასკვნა, ფეისბუქის პროპაგანდას უფრო ჰგავს. ამით იგი ხალხს აღძრავს საკუთარი პროფილები გახსნან სოციალურ ქსელში, რათა არავინ მიიჩნიოს ისინი პოტენციურ დამნაშავეებად, ან მანიაკებად“, - დასძინა სერგეი კლიუჩნიკოვმა. სხვათა შორის, ბოლო წლებში სწორედ სოციალური ქსელია დამნაშავეების დაკავების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. როგორი ინკოგნიტოც არ უნდა იყოს მომხმარებელი, მისი ვინაობის დადგენა მაინც შესაძლებელია და სპეციალურად ამ მიზნით უამრავი კერძო კომპანია და სადაზვერვო სამსახური მუშაობს. მაგრამ იმის თქმა, რომ ადამიანი, რომელიც არ სარგებლობს სოციალური ქსელით, პოტენციური დამნაშავეა, მისი უფლებების დარღვევა და პიროვნების პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევის ტოლფასია. 110 7-ს მოსწონს |
მე არ ვარ ფეისბუქზე...