x
image
Fieramente
კონფლიქტები რელიგიურ ნიადაგზე კვლავაც მძვინვარებს

imageimage











გაეროს უშ.საბჭომ დაგმო თავდასხმების სერია უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე, რაც მთელ რიგ მუსულმანურ
ქვეყნებში განხორციელდა. უშ.საბჭომ ამ ქვეყნების ხელისუფლებებისაგან მოითხოვა შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები უცხოური მისიების უსაფრთხოების შესახებ. „ასეთი
მოქმედებების გამართლება შეუძლებელია, მიუხედავად მათი მოტივაციის, მოქმედი პირებისა და დროისა“, - ნათქვამია საბჭოს მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში. ამ დღეებში, ერთდროულად რამოდენიმე ქვეყანაში გაიმართა საპროტესტო აქციები, რაც უკავშირდება ინტერნეტით გამოქვეყნებულ ფილმს „მუსულმანთა უდანაშაულობა“. image


ეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ისლამური რელიგიის აღმსარებლებმა თავიანთი რწმენისა და წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფად მიიჩნიეს. ყველაზე მწვავე აქციები მოეწყო ეგვიპტესა და იემენში, ასევე სუდანში, ტუნისში, პაკისტანსა და ბანგლადეშში. ლიბიის ქალაქ ბენგაზში 11 სექტემბერს რადიკალები თავს დაესხნენ აშშ-ს საელჩოს და 4 ამერიკელი მოკლეს, მათ შორის ამერიკის ელჩი ლიბიაში.


image

0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:Fieramente
Fieramente
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0