პეკინის მეტროში გამოსაცვლელი ფეხსაცმელი ქირავდება. იაპონიის
დედაქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტში სპეციალური ადამიანები დადიან. ტაივანის მეტროში საერთოდ არ არიან მემანქანეები. კიდევ რა განსხვავებულობა ახასიათებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის მეტროებს?
პეკინის მეტროს ადმინისტრაციამ ფეხსაცმლის გაქირავების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მგზავრები სულ უფრო მეტად ჩივიან, რომ ხალხმრავლობის გამო მეტროში ფეხსაცმელებს კარგავენ და ფეხშიშველებს უწევთ სიარული. ამიერიდან ჩინეთის დედაქალაქის მოქალაქეებს, რომლებიც მიწისქვეშა
ტრანსპორტში ფეხსაცმელს დაკარგავენ, შეუძლიათ იქვე იქირაონ რეზინის უნივერსალური ფეხსაცმელი, რომელსაც ზომა არ აქვს.
რაც შეეხება მეზობელ იაპონიას. ტოკიოს მეტროში მუშაობენ სპეციალურად დანიშნული ადამიანები, რომლებიც პიკის საათის დროს, მგზავრებს ვაგონებში კომპაქტურად განლაგებაში ეხმარებიან. სპეციალურ ფეხსაცმელსა და ხელთათმანებში გამოწყობილი ეს ადამიანები პლატფორმებზე ელოდებიან მატარებლებს და
ხალხმრავლობის დროს აკონტროლობენ, დროულად დაიკეტოს კარი და ხალხმა ერთმანეთი არ დააზიანოს.
აი, თეირანის მეტრო კი, ისეა მოწყობილი, რომ გათვალისწინებულია ქვეყანაში მცხოვრები ხალხის რელიგიური ტრადიციები. მეტროს
ყველა მატარებელს აქვს ცალკე ვაგონი, მინის გამჭირვალე კარით, რომელზეც აწერია:" მხოლოდ ქალბატონებისათვის". ადგილობრივი ისლამური ტრადიციის გათვალისწინებით, თეირანის მეტროში
მორწმუნე ქალებს განმარტოვების შესაძლებლობა ეძლევათ.
ტაივანის მეტროს რამოდენიმე ხაზზე უკვე დიდი ხანია მატარებლები მემანქანეების გარეშე დადიან. იგივეს ღონისძიების გატარებას
გეგმავს პარიზის მიწისქვეშა ტრანსპორტის ადმინისტრაციაც.
მეტროსადგურის არსებობის მანძილზე, ამ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მთელს მსოფლიოში, განვითარების სხვადასხვა
ეტაპი განვლო, თუმცა მის სილამაზეზე ცოტას თუ უფიქრია. მხოლოდ მოსკოვის მეტროს შეიძლება ეწოდოს ნამდვილი მიწისქვეშა მუზეომი. მისი სადგურები გამორჩეულია არამარტო ესთეტიკული
სილამაზით, არამედ მისი ისტორიული ღირსებითაც.
მოსკოვის 185 მიწისქვეშა სადგურებიდან 42 - კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია. ამიტომაც, ტაივანისაგან
განსხვავებით, სადაც მიწისქვეშა ტრანსპორტით სარგებლობის დრო მკაცრად არის განსაზღვრული, რუსეთის დედაქალაქში პირიქით - მგზავრს შეუძლია განუსაზღვრელი დროით ისეირნოს
მეტრო-სადგურებში და დაათვალიეროს როგორც მუზომი. თუმცა, ამისათვის საჭიროა დროის სწორად შერჩევა, რადგანაც ე.წ. პიკის საათის დროს მოსკოვის მეტროც თითქმის ისევეა გადატვირთული, როგორც პეკინსა და ტოკიოში. (ქვემოთ მოსკოვის რამოდენიმე მეტროსადგურის ფოტოებია).