საქართველო ჯერ არ არის მზად ნატოში შესასვლელად, მაგრამ ალიანსში იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ ამისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს შეასრულებს. ამის შესახებ განაცხადა ნატოს
გენ.მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. „გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2008
წლის ბუქარესტის სამიტზე, მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების მზად ყოფნის
შესახებ, კვლავ ძალაშია“, - აღნიშნა მან, ორშაბათს ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე. „ჩვენ მაშინ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუ შეასრულებს დადგენილ კრიტერიუმებს. ჩვენ შევქმენით სპეციალური კომისია ნატო-საქართველო, რომლის ფარგლებშიც ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველომ განაგრძოს
რეფორმების პროცესი, რომელთა მიზანიც მომავალში ნატოში გაერთიანებაა. ჯერ-ჯერობით იგი არ არის ამისათვის მზად და წინ კიდევ დიდი სამუშო აქვს“, - თქვა რასმუსენმა.
„ამავდროულად, მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ დაადასტურა
მისწრაფება ნატოსკენ. ამგვარად, ძალიან ბევრია დამოკიდებული თავად საქართელოზე.
მან უნდა აჩვენოს, რომ შეესაბამება მოთხოვნილ კრიტერიუმებს“, - დასძინა ნატოს
გენ.მდივანმა.