მოვლენები ლეგენდად ქცეული შანელი 2013, 5 მაისი, 20:10 პარიზში გაიხსნა უნიკალური გამოფენა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სუნამოს - "შანელ ნომერ 5"-ს მიეძღვნა. სუნამო შექმნა მოსკოვში დაბადებულმა ლეგენდარულმა პარფიუმერმა ერნესტ ბომ, ფრანგი მოდელიერი კოკო შანელის დაკვეთითა და უშუალო მონაწილეობით. სუნამო პირველად პარიზში 1921 წლის მაისში გამოჩნდა, იგი ნოვატორული აღმოჩნდა თავისი არომატული კონცეპციით, სადაც არცერთი ინგრედიენტი არ დომინანტობს. თანამედროვე ხელოვნების ცენტრ - „პალას დე ტოკიოში“ მოწყობილი გამოფენა სამ ნაწილს მოიცავს. ეს არის ბაღი, სადაც იზრდება პორფიუმერიაში გამოსაყენებული მცენარეები, მეორე - თავად ექსპოზიცია და მესამე - ინტერაქტიული დარბაზი, სადაც ნებისმიერს შეუძია მონაწილეობა მიიღოს საკუთარი სუნამოს შექმნაში. გამოფენა 5 ივნისამდე გასტანს. 123 4-ს მოსწონს
|