მსოფლიო
მოდამ მთელი ყურადღება ნიუ-იორკის პოდიუმზე გადაიტა, სადაც მაღალი მოდის „მერსედეს-ბენცის“ ღია კვირეული
გაიხსნა. 7 დღის განმავლობაში 80-ზე მეტი მოდელიორი და მოდის სახლი შეეცდებიან
მომავალი წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მთავარი ტენდენციები გაარკვიონ.
ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ მოდაში უწინდებურად იქნება ელეგანტური კაბები, თუმცა იმეფებს ძირითადად თავისუფალი და მოხდენილი ტანისამოსი, რაც ნაკარნახევი იქნება წინა წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშებით.