ყაზახეთის
მხარე აშშ-ს სამართალდამცავ ორგანოებთან
თანამშრომლობს ბოსტონში მომხდარი ტერაქტის გამოსაძიებლად. შესაბამისი განცხადება
დღეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, აშშ-ში ორი ყაზახი
სტუდენტის - დიას კადირბაევისა და აზამატ ტაჟაიაკოვის - დაკავებასთან
დაკავშირებით. მათ ბრალდებად წაუყენეს
ტერაქტში თავიანთი მეგობრის ჯოხარ ცარნაევის მონაწილეობის ფაქტის დამალვის მცდელობაში. ჯოხარი თავის უფროს ძმასთან ერთად, ბოსტონში 15
აპრილს მოწყობილი ორი აფეთქების მთავარი ეჭვმიტანილები არიან.
![ბოსტონის ტერაქტს ყაზახეთიც იძიებს image](/uploads/article_images/small/70281367505983.jpg)
![ბოსტონის ტერაქტს ყაზახეთიც იძიებს image](/uploads/article_images/small/70281367505992.jpg)