ამჯერად ყველასთვის საჭირბოროტო თემას, ურთიერთობებს
შევეხები. თქვენი აზრით მხოლოდ იმის ცოდნა რომ მაგალითად თქვენ კურო ხართ ზოდიაოთი
და ზოგადი ასტროლოგიური გათვლებით კარგად უნდა ეწყობოდეთ მაგალითად თქვენივე სტიქიის
წარმომადგენელ თხის რქას, საკმარისია კარგი პარტნიორული ურთიერთობების ასაწყობად? კარგი
ბატონო, დავუშვათ შეგხვდა ცხოვრების გზაზე ის ნანატრი თხის რქა, თითქოსდა ყველაფერი
კარგად უნდა ყოფილიყო ჰოროსკოპში ხომ ასე წერია კურო და თხის რქა ერთმანეთს იდეალურად
ეწყობიანო, მაგრამ მაინც ისე გამოვიდა ბოლოს რომ მტკივნეულად დაცილდით, თან ისე მტკივნეულად, რომ შერიგების და ერთად ყოფნის არანაირი შანსი არ დაგრჩათ. მაშინვე
იტყვით ალბათ „ოჰ, ეს ჰოროსკოპები, ყველაფერი ტყუილია!“
სტოპ! სტოპ! სტოპ! გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებ.
მე შევეცდები ახლა აგიხსნა თუ რატომ არ გამოდის ზოგჯერ ერთი შეხედვით ძალიან პერსპექტიულად
დაწყებული ურთიერთობები, მით უმეტეს მაშინ როცა თითქოსდა „ჰოროსკოპით ეწყობით“.
საქმე იმაშია, რომ ყველა ჩვენთაგანის დაბადებისას ცაზე პლანეტათა განლაგება სხვადასხვა კონფიგურაციით
იყო მოწყობილი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ორი ერთნაირი კურო, ვერძი ან მშვილდოსანი.
კი, ჩვენ გვაქვს საერთო მახასიათებლები, მაგალითად
თუ თქვენ კიბო ხართ ზოდიაქოთი, ბუტია და წყენია იქნებით, თუ ქალწული ხართ მოწესრიგებული
და პუნქტუალური, თუ ვერძი ხართ ფიცხი და ა.შ მაგრამ ჩვენი ხასიათის ფორმირებას ინდივიდუალური
ჰოროსკოპი, ანუ დაბადების მომენტში განლაგებული პლანეტების კონფიგურაციები განსაზღვრავს,
რომელთა ასპექტირებაც ხდება პირადი ასტროლოგიური რუკის შედგენისას. აქედან გამომდინარეა
რომ კურო შესაძლოა ვერ ეწყობოდეს თხის რქას, რადგან მისი მთვარის ნიშანი ანუ ქვეცნობიერი
თხის რქისთვის მოპირისპირ და ოპოზიციურ კირჩხიბის ზოდიაქოში იყოს, რაც შესაბამისად
ხელს შეუშლის ამ ორ ადამიანს ერთმანეთს ბოლომდე გაუგოს ცნობიერის და ქვეცნობიერის დონეზე.
მაშინ როცა ერთს რაღაც წვრილმანი სწყინს, მეორე
ნაკლები ემოციურობით გამოირჩევა და არ ესმის
მისი მხრიდან გაბუტვის მიზეზი. ეს კი საბოლოო ჯამში გაუგებრობებს, მერე წყენას და ბოლოს
დაშორებას იწვევს. არსებობს გამოთქმა „ერთმანეთს ვერ გავუგეთ“- აი სწორედ ამ „ვერ გაგების“
ალბათობის განსაზღვრა შეიძლება სპეციალური ჰოროსკოპით რომელსაც სხვანაირად ასტროლოგები
სინასტრიულ ანუ წყვილთა შეთავსებადობის ჰოროსკოპს ეძახიან.პირველ რიგში მსგავსი რუკის
შედგენისას, ყურადღება უნდა მიექცეს მზის და მთვარის მდებარეობებს ორივე ადამიანის
რუკაში. რადგან მზე ცნობიერს განსაზღვრავს, მთვარე ქვეცნობიერს, ამიტომ კარგი წყვილი
არა მარტო ცნობიერის, ქვეცნობიერის დონეზეც უნდა უგებდეს ერთმანეთს, ამას გარდა აუცილებლად
უნდა ნახოთ მარსის (ძალა, აგრესია, ქმედება) და ვენერას (სიყვარულის გამოხატვის ფორმა)
ასპექტებიც. თუ ეს ორი ქალური (ვენერას) და მამაკაცური (მარსის) ასპექტი ერთმანეთს
ეწყობა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვს წყვილი იდეალურ ჰარმონიაში იცხოვრებს. მომდევნო
სტატიებში შევეცდები უფრო გასაგებად და კონკრეტულად განვიხილოთ სხვადასხვა ცნობილ წყვილებზე
სინასტრიული რუკის მაგალითები. მანამდე კი საშუალება გაქვთ დამისვათ კითხვები, როგორც
კომენტარების ისე პირადი წერილების სახით.