x
image
lady.ge
დაბადების ზუსტი თარიღის მიხედვით, ნებისმიერი საფრთხის თავიდან აცილებაა შესაძლებელი, თვით სიკვდილისაც კი

image












მათ ვინც მხოლოდ ზედაპირულად ერკვევა ასტროლოგიაში,

ალბთ წარმოდგენა არ გააჩნიათ იმის შესახებ, რომ არსებობს ასტროლოგიის განხრა-სამედიცინო
ასტროლოგია, რომელიც ადამიანის დაბადების ზუსტი მონაცემების მიხედვით ახერხებს პროგნოზის
გაკეთებას, იმის შესახებ თუ ცხოვრების რა ეტაპზე, რა სიტუაციაში და რა გარემოებებში
გელით უბედური შემთხვევის ან სასიკვდილო საფრთხე.
აქედან გამომდინარე ევროპაში ძალზე პოპულარულია სამედიცინო ასტროლოგთან ვიზიტები. ზოდიაქოს
12 ნიშანი, ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილებს შეესაბამება, აქედან გამომდინარე,
ყველა ჩვენგანს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე სუსტი აქვს ის ორგანო, რომელსაც მისი
ზოდიაქო მართავს, მაგალითად ვერძების პრობლემა თავია, კუროების ყელი და ა.შ აქედან გამომდინარე ადამიანის დაბადების
ზუსტი თარიღების მიხედვით, შესაძლებელია შედგეს სპეციალური პირადი რუკა, რომლის მეშვეობითაც
თქვენ შეძლებთ „გაშიფროთ“ და თავიდან აირიდოთ სამომავლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული
პრობლემები. რადგან ასტროლოგიის პრინციპით „სამყაროში ყველაფერი კორექციას ექვემდებარება“
. რამოდენიმე წლის წინ, მსოფლიო შეძრა, ცნობილი
მსახიობის ნატაშა რიჩარდსონის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, ვისაც არ ახსოვს გავახსენებ,
რომ ნატაშა შვეიცარიულ სათხილამურო კურორტზე ვიქენდისას დაშავდა, კონკრეტულად თხილამურებიდან
ჩამოვარდა, რის შემდეგაც სამედიცინო ბრიგადა უკან გაუშვა იმ მოტივით რომ თავს მშვენივრად
გრძნობდა, თუმცა სულ მოკლე ხანში იგი აგონიაში ჩავარდა და გარდაიცვალა ისე რომ გონს
არც მოსულა. ასტროლოგიაში ნაკლებ გარკვეული ადამიანებისთვის რომ უფრო გასაგებად ავხსნა,
პლანეტებს საკუთარი „რაობა“ და ხასიათი გააჩნიათ, არსებობენ ბოროტი და დადებითი პლანეტები,
რომლებიც ჩვენი ბედ-იღბლის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას, იმის მიხედვით თუ რა კონფიგურაციას
შექმნიან ცაზე და როგორი დამოკიდებულება ექნებათ ერთმანეთთთან, არსებობენ ე.წ დამსჯელი
პლანეტები (მარსი, სატურნი, ურანი, პლუტონი)
რომლებიც, გარკვეული პერიოდის შუალედით ააქტიურებენ
ადამიანზე საკუთარ გავლენას, ამასათან ერთად ამ დამსჯელი პლანეტების დაპირისიპირების
დროს ხდება ზუსტად საყოველთაო კატასტროფები და უბედური შემთხვევები როგორც მსოფლიო
მასშტაბით, ისე ადამიანების ცხოვრებაში. ნატაშა რიჩარდსონის რუკის გაშიფრვისას, ერთერთმა
ცნობილმა სამედიცინო ასტროლგმა აღმოაჩინა რომ ამ ქალბატონს, პირად რუკაში რომელიც ყველა
ადამიანის დაბადების თარიღების მიხედვით ინდივიდუალურად უნდა შედგეს, ზემოთ ხსენებულ
სატურნი-მარსი-ურანის დაპირისპირება და პლანეტა მერკურთან ცუდი ასპექტები ჰქონდა გამოკვეთილი.
მერკური მოძრაობა, გადაადგილება და კომუნიკაცაიაა, მისი გავლენით რიჩარდსონს უბედური შემთხვევა, სწორედ მოძრაობა-გადაადგილებისას მოუვიდა (იგი თხილამურებზე სრიალის დროს დაეცა),
პლანეტა მარსის გავლენით, რომელიც ვერძის ზოდიაქოს მფარველია და ვერძებს თუ დაკვირვებიხართ,
ახასიათებთ არასერიოზული მიდგომა საკუთაი ჯანმრთელობის მიმართ, იგი არასერიოზულად მოეკიდა თავის ტრამვას, (მან თავი
დაარტყა) უფრო მეტიც უარი თქვა სამედიცინო შემოწმებაზე და უკან გაუშვა მედპერსონალი.
პლანეტა სატურნი ითვლება ყველაზე დიდ დამსჯელად, ანუ მთელი ეს პროცესი მისით იმართებოდა, პლანეტა
ურანმა კი რომელიც ყველაფერ უცნაურს, არაოდრინალურს
განაგებს, გამოიწვია სიკვდილის გარემოების
რაობა-ანუ მოულოდნელი, უცნაური მიზეზით სიკვდილი. ისეთი რომელსაც გარშემო არავინ ელოდა.
მართლაც რიჩარდსონის შემთხვევა, ყველასთვის უდიდესი შოკი და მოულოდნელობა იყო. ასტროლოგების აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი ეს ქალბატონი
გაივლიდა კონსულტაციას სამედიცინო ასტროლოგთან, მას ზუსტად შეეძლო პროგნოზირება თუ
როდის, რა გარემოებებში ელოდა საფრთხე მსახიობს. აქედან გამომდინარე კი, ის შესძლებდა
მისთვის ასეთი სახიფათო პერიოდის გატარება გაცილებით მშვიდ ატმოსფეროში მოეხერხებინა,
რითაც თავიდან აიცილებდა ნაადრევ სიკვდილს. შეგახსენებთ რომ ნატაშა რიჩარდსონი საკმაოდ
ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. ასტროლოგთა აზრით, სიკვდილი როგორც მოვლენა ყველა ადამიანის
ცხოვრებაში წააგავს ხაზზე ჩამწკრივებულ ფანჯრებს,
რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში რამოდენიმეა, ხან ხომ არის ხოლმე რომ ვიღაც სასწაულებრივად გადარჩება აშკარა სიკვდილს,
ანუ ამ დროს მან ამ ფანჯარას აუარა გვერდი. თუმცა თუკი ჩვენ ჩვენი პირადი რუკის მიხედვით
გვეცოდინება თუ როდის, რა სიტუაციაში გველის საფრთხე, შევძლებთ ამ ფანჯრებიდან ყველაზე
უკანასკნელში გადავიდეთ უკვე ღრმა სიბერეში.




13
16928
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
16928
  
2014, 16 ივნისი, 22:20
დაბადების ზუსტი თარიღით ზოდიაქოს ქვას ხომ ვერ ამარჩევინებთ? 1985 8 აპრილი
2013, 10 მაისი, 3:17
პირადში როგორ დაგიკავშირდეთ?
2013, 26 აპრილი, 12:00
გეთანხმები...
2013, 30 მარტი, 23:56
მომკალით და არ მჯერა ასტროლოგიის
2013, 25 თებერვალი, 1:40
გასწავლით როგორ არა დამიკავშირდით პირადში
2012, 30 ოქტომბერი, 12:08
და... ვერ მიმასწავლით ასეთ ასტროლოგს??
2012, 1 ოქტომბერი, 17:16
ძალიან კარგი სტატიაა... :)
2012, 23 ივლისი, 11:42
1990 წლის 12 ნოემბერი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10