x
image
ციცი
Mediator image
უღალატა თუ არა კრიშტიანუ რონალდუმ ირინა შეიკს ბრაზილიელ მოდელთან(+ ფოტო შედარებისთვის)
image
კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად "მადრიდის რეალში" ასპარეზობს და რუსული წარმოშობის ტოპ-მოდელი, ირინა შეიკი, უკვე დიდიხანია ერთად არიან. მათი პირადი ცხოვრება უკვე აღარ არის მხოლოდ მათი პირადი... ულამაზესი წყვილის, ფეხბურთელისა და მოდელის ურთიერთობა მთელი მსოფლიოს საზოგადოების ყურადღების ცენტრშია... სულ მცირედიც საკმარისია, რომ მათ შესახებ ჭორი თუ სინამდვილე ელვის სისწრაფით გავრცელდეს მთელს ინტერნეტ სივრცეში.

დასავლური მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ რონალდომ ირინა შეიკს უღალატა ბრაზილიელ მოდელთან, ანდრესსა ურაკთან.

ბრაზილიელმა მოდელმა თვითონ აცნობა საზოგადოებას ფეხბურთელთან რომანის შესახებ. მისი თქმით "მადრიდის რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ შეხვდა მას სასტუმროში. ეს შეხვედრა კი მოხდა რამდენიმე დღით ადრე ესპანეთის ნაკრებისა და გერმანულ კლუბ "ბორუსიას" შორის გამართულ მატჩამდე, რომელიც გაიმართა 24 აპრილს დორტმუნდში.

"მე ყოველთვის ვთვლიდი კრიშტიანუს მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად და ამიტომ როდესაც იგი მე დამიკავშირდა, არ მჯეროდა". ასევე ანდრესსამ ისიც აღნიშნა, რომ კრიშტიანუ აღფრთოვანებული იყო მისი მრგვალი ფორმებით და "ცხენს" მეაძახდაო...


ფეხბურთელმა უკვე უარყო ეს ისტორია და ამ ყველაფერს მან პროვოკაცია უწოდა. თავის Facebook-ის გვერდზე მან სალანძღავი გზავნილები გაუგზავნა ჟურნალ The Sun-ს (სწორედ ამ ჟურნალში იქნება ყოველწლიური კონკურსის Miss Bumbum Brasil 2012-ის გამარჯვებულის ინტერვიუ).

"მე მაინტერესებს, რატომ ხდება ეს ყოველივე ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ? მე აღშფოთებული ვარ ამ სიტუაციით, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ დღეს მე მივეცი ინტერვიუ ჟურნალისტს, რომელიც ამას დაგიდასტურებთ"-ამბობს კრიშტიანუ.

ირინა შეიკმა, რომელსაც ფეხბურთელი უკვე სამი წლის განმავლობაში ხვდება, 27 აპრილს თავის Facebook-ის გვერდზე დადო საყვარელ ადამიანთან გადაღებული ფოტო. ამ სკანდალურ სიტუაციაზე კი იგი ჯერჯერობით კომენტარს არ უკეთებს.image

ეს კი ფოტოები შედარებისთვის. შეეძლო თუ არა კრიშტიანუ რონალდუს ეღალატა ირინა შეიკისთვის ბრაზილიელ მოდელთან?image

image

3
68
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
68
  
2013, 30 აპრილი, 1:43
აბა ირინა უმაგრესი ქალია
2013, 29 აპრილი, 13:57
მართალი ხარ :)
2013, 29 აპრილი, 12:26
ესეთი გოგო გყავდეს და ვისთან დაეთრევა
0 1 3