საზოგადოება უნდა გვჯეროდეს თუ არა ცრურწმენების? 2013, 26 აპრილი, 10:05 თაობიდან თაობას გადაეცემა ცრურწმენები ამა თუ იმ ყვავილთან დაკავშირებით. ირწმუნებიან, რომ ზოგი ყვავილი ძალიან კარგია და ბედნიერება მოაქვს ზოგს კი პირიქით, უბედურება. ჩვენ გვინდა არ გვინდა რაღაც მინიმალური დოზით მაინც ვაქცევთ ამას ყურადღებას. ზოგს კი, ამ ცრურწმენების ძალიან ჯერა და წამს. აი მაგალითად: ამბობენ, რომ თუ "დედოფალი ვარცხნილობის გაკეთების დროს გამოიყენებს ცოცხალ ყვავილებს მის ცხოვრებაში მალე უბედურაბა დატრიალდებაო." ეს რომ დავიჯეროთ მალევე გაგვიჩნდება კითხვა მაშინ ყველა ვისაც კი ეს გაუკეთებია უბედურია? აღმოვაჩენთ, რომ ეს ასე არ არის, რადგან დღესდღეობით ძალიან აქტუალურია ცოცხალი ყვავილებით ვარცხნილობების გალამაზება და ბევრი დედოფალი აკეთებს ამას. ასევე ამბობენ, რომ ''ოჯახში ხელოვნური ყვავილების შენახვას უსიამოვნება მოაქვს ამ ოჯახისთვისო". ზოგი კი, პირიქით ამბობს იმ "ოჯახში, სადაც ბევრი ყვავილი კარგად ხარობს, ბედნიერება არასოდეს იხარებსო". მიდგომა ამ ცრურწმენების მიმართ ინდივიდუალურია, სად სიმართლეა და სად სიცრუე თქვენ თვითონ განსაჯეთ, ეს კი ნამდვილად ვიცი, რომ ყვავილები ქალების უმრავლესობისათვის ძვირფასი საჩუქარია. 76 2-ს მოსწონს 1-ს არა
|