საზოგადოება საფრანგეთში ჰომოსექსუალების ქორწინება შესაძლებელია? 2013, 25 აპრილი, 10:44 12 აპრილს საფრანგეთის პარლამენტმა კენჭი უყარა პროექტს, რომლის მიხედვით ქორწინება დასაშვებია ერთი სქესის ადამიანებში და ასევე ნებას რთავს წყვილს, იშვილონ და გაზარდონ ბავშვი. სენატმა მხარი დაუჭირა ნაციონალურ შეკრებას, სადაც ორი დღით ადრე ამ კანონპროექტს ხმა მისცა 179 დეპუტატმა ხოლო წინააღმდეგი აღმოჩნდა 157. კანონმდებლებმა, განიხილეს კანონპროექტის მხოლოდ პირველი სტატია, რომელშიდაც ნათქვამია, რომ ქორწინება შესაძლებელია როგორც სხვადასხვა ასევე ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის.კანონპროექტი, რომელშიც შევიდა ცვლილებები მაისის თვეში უნდა განიხილოს დეპუტატებმა და თანხმობის შემთხვევაში ბოლოს გადაეგზავნება პრეზიდენტს, ხელის მოსაწერად.ჯერ არჩევნები წინ, საფრანგეთის პრეზიდენტი ჰომოსექსუალებს შეპირდა თანხმობას ქორწინებაზე. მაისის თვეში ალბათ უკვე შესაძლებელი იქნება ოფიციალურად ქორწინების გაფორმება ერთსქესიან ადამიანებში. კანონპროექტმა მასობრივი აღშფოთება გამოიწვია მოსახლეობაში.გაიმართა აქციები რომელშიც მონაწილეობა 1.5 მლ-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. საფრანგეთი შეიძლება გახდეს მე-13 ქვეყანა სადაც ლეგალიზებული იქნება ერთსქესიანთა ქორწინება. 17 6-ს მოსწონს
|