x
image
აკაკი79
ქალი სარკესთან.
ქარი აბნევდა აპრილის სურნელს და სიბნელესთან ერთად მის ოთახში იპარებოდა. ზოგჯერ ეგონა, რომ სულ სხვას უყურებდა, თავის ანარეკლს ოღონდ გაუცხოვებულს და განსხვავებულს, ვერ მიმხვდარიყო“ უჭირდა გამოცნობა სად გაწყდა ძაფი, სად დაუშვა შეცდომა, სად გადაუსწრო ნამდვილ მეს. სად გაფანტა ის რაღაც რაც წარუშლელი ნიშანი იყო მის სახესა და სულს შორის. ვერც ის გაეგო სად დაკარგა უხილავი ელემენტი რომელიც სიხარულით ავსებდა, გულს ისე უფრთხიალებდა, რომ თითის წვერებში გრძნობდა მის ბაგაბუგს.

ზედმეტად ვიწრო ეჩვენა წარბები, ნანობდა ახლა ასე რომ გაითხელა, ცალკე ტკივილი, ცალკე სინანული და რამდენ რამეს აკეთებს რაც ცოტახანში გულს უკლავს, უფრო სწორედ იმას კარგავს რაც ასე ძლიერ ავსებდა ერთ დროს.

-ოხ ერთი ამისიც! წარმოსთქვა უმიზეზოდ გამწყრალმა და თეთრი თითები ნაზად დაუსვა ყელს, რატომღაც მოეჩვენა ყურისძირში კანი ოდნავ შელურჯებულიყო, წამით თვალი გაუშტერდა, გრძნობდა როგორ იძირებოდა წარსულის ძბრში, როგორც გვირაბიდან მეორე გვირაბში ისე გადარბოდა ფიქრი ერთი მომენტიდან მეორეში.

ზუსტად ისე შეიგრძნო კოცნა როგორც იმ ღამეს, როცა პატარა სისხლჩაქცევა აღმოაჩინა, გააჟროლა კიდეც წარმოსახვამ, ეგემრიელა აურა და ნათლად წარმოიდგინა მისი მხურვალე ტუჩები, მისი სურნელი, ძლიერი მკლავები და უსასრულოდ მოხეტიალე ხელები. ეს წამით და მერე ყველაფერი გაქრა, ისევ თავისმა ორეულმა დაუწყო ყურება, ახლა ის ძალიან შორიდან იყურებოდა ოდნავ გაღიმებული სახით, ცრემლი კი იგრძნო მარჟვენა თვალზე. მონატრებამ ფანტანივით ამოასხა ყელში და ისე ატირდა თითქოს დიდი უბედურება გაეგოსს.


ადრეც გრძნობდა, როგორ არა“ მაგრამ ახლა უფრო მძაფრად შეიგრძნო სიყვარული, თითქოს მის იდუმალ მხარეს ჩაწვდა, იქ გულის ქვედა ნაწილი ძალიან დამძიმდა და ისე მოუნდა სხვა ყოფილიყო, სხვა ცხოვრებაში სხვა დროსს და მის მკლავებში მოქცეულიო, მის მკერდქვეშ ეპოვა თავშესაფარი.

როგორ უსაფრთხოდ გრძნობდა მის მკერდთან თავს, როგორ უშიშრად და ოხხ ეს წყეული წუთისოფელი თავისი წესებითთ.

სიჩუმე, კვნესა და ცხელი ცრემლი, ბედნიერების წარუშლელი გემო, მისი სიტყვები უსაზღვროდ თბილი და მოალერსე ისმოდა ქარში და ფეხშიშველი ანგელოზი იწვა წამწამზეე.

-შენ სხვა ხარ, ვერ გიტანნ!! უყვირა ანარეკლს მოულოდნელად და სახე აივნისკენ მოაბრუნა. თითქოს წყალივით ჩაიღვარა მის სხეულში სითბო, ახლა მას ესმოდა რა იყო მთავარი და სად დაკარგა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტი, ის ბუნებრი გრძნობა და სიყარული. დიახ სიყვარულიი რომელიც ეშმაკმა სიამაყის სანაცვლოდ ხელიდან გამოაცალა.image










3
18
2-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
18
  
2013, 20 ივნისი, 10:39
ბედნიერება..ეს ამოუწურავი ძიებაა,შეუვსებელი გრძნობაა.არადა ყველა იმსახურებს მას!!
2013, 20 ივნისი, 1:27
ცჰვენ დაუცხრომლად მიველტვიტ ბედნიერებისკენნ, ესაა რაც ყველას აკლია და ედზებსს დაუცხრომლადდ
2013, 19 ივნისი, 10:17
და ოხხ ეს წყეული წუთისოფელი თავისი წესებითთ.
სიჩუმე, კვნესა და ცხელი ცრემლი, ბედნიერების წარუშლელი გემო, მისი სიტყვები უსაზღვროდ თბილი და მოალერსე ისმოდა ქარში და ფეხშიშველი ანგელოზი იწვა წამწამზეე..კარგი სიტყვებია..
0 1 3