შოუბიზნესი "იმ უნიჭოს თავზე ისეთი პატრონი ადგა,მუსიკალური სმენა კი არა,ყურში ნახვრეტიც არ აქვს" 2013, 24 აპრილი, 9:38 როგორც ცნობილია სოფო ნიჟარაძემ გადაწყვიტა ჟურნალ "რეიტინგისთვის" ეჩივლა, საქმე ეხება მის შესახებ დაბეჭდილ ერთ-ერთ სტატიას, სადაც მომღერლის განცხადებით მასში გავრცელებული ინფორმაცია "არის სიცრუე და არცერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება".ადვოკატ გოგოტა გაბაიძის განცხადებით სარჩელი სოფოს სასამართლოში უახლოეს დღეებში უნდა შეეტანა.თუმცა ჟურნალ "რეიტინგს" როგორც სჩანს სულ არ შეშინებია სოფოს მუქარის და აქტიურად განაგრძობს ნიჟარაძეზე სტატიების გამოქვეყნებას.ამჯერად 22 აპრილის ნომერში ოპერის მომღერალი და პედაგოგი ლელიკო ჯაფარიძე საუბრობს მომღერალზე: "სოფო ნიჟარაძე, რომელიც ამ წლების განმავლობაში თავზე გვაჯდა, რა თქმა უნდა ჩემთან არ მოსულა. ვითომ რაღაც სპექტაკლი დადგეს, მსოფლიო უნდა გავაოცოთო, "ქეთო და კოტე", რომელიც სინამდვილეში "ქუთუ და...." გამოვიდა, დიდი ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ასეა. ვინმემ ხომ უნდა თქვას სიმართლე. ნიჟარაძის გოგო კი, რომელსაც ოპერის მომღერლობაზე აქვს პრეტენზია, ჩემთვის იგივეა, რაც სკამი, რომელიც ჩემ გვერდზე დევს. თუ ვინმეს ეთქმის სიტყვა ხელოვნების ამ დარგზე, ეს მე ვარ. ნიჟარაძემ იმ წლებში დრო იხელთა და მაღალი დონის შემსრულებლების გვერდით დადგომა გაბედა, ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილი იყო, რადგან ქართული სიმღერა და ცეკვა მსოფლიოში განთქმულია, მაგრამ რას ვიზამთ, იმ უნიჭოს თავზე ისეთი პატრონი ადგა, მუსიკალური სმენა კი არა, ყურში ნახვრეტიც არ აქვს. უბრალოდ, ქალი მოსწონდა და იმიტომ აიყვანეს ცამდე, თორემ ახლა ვიღას ახსოვს სოფო ნიჟარაძე, ვინმეს უნახავს და იცის რას აკეთებს?!” 140 6-ს მოსწონს 2-ს არა
|