საქართველო რაში ადანაშაულებს მარიამ საჯაია ბიძინა ივანიშვილს? (+ფოტოები მარიამ საჯაიას მობილურიდან) 2013, 23 აპრილი, 23:28 მარიამ საჯაია ყველაზე პატარა პარლამენტარია საქართველოს ისტორიაში. ამ ფაქტისა და ლამაზი გარეგნობის წყალობით ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მცირე ასაკის მიუხედავად მარიამი ხშირად ერთვება პოლიტიკურ პროცესებში და განცხადებებითაც ხშირად გვანებივრებს. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში იმყოფებოდა. მისი გამოსვლა მარიამ საჯაიამაც შეაფასა და საკმაოს კრიტიკულადაც. ახალგაზრდა პარლამენტარმა ქვეყნის პრემიერი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში დაადანაშაულა. "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ახალგაზრდა პარლამენტარი წერდა: "მართლაც მოახერხა და გააოცა ევროპა". "პრემიერი ევროსაბჭოში აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის რიტორიკა გახდა რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის და 2008 წლის ომის დაწყების საფუძველი. ამით ამართლებს მტრის მიერ საქართველოს ოკუპაციას. ამას ჰქვია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება". "ოფიციალურ სადილზე, სადაც მიწვეული უნდა ყოფილიყო საქართველოს მთელი დელეგაცია (ეს პროტოკოლითაა გათვალისწინებული), არ არის გათვალისწინებული ოპოზიციის წარმომადგენლობა. სამაგიეროდ პუშკოვია მიწვეული". მარიამი ქალბატონ ნაზი არონიას ქალიშვილია. დედა ხშირად აძლევს ქალიშვილს რჩევებს და ცდილობს ხელი შეუწყოს. მარიამს უფროსი ძმაც ჰყავს, რომელიც მისი დასაყრდენია. გოგონა სულ ცოტა ხნის წინ გახდა 22 წლის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და ჰყავს 3 წლის ვაჟი ბუკა. ახლა კი გთავაზობთ დაპირებულ ფოტოებს მარიამ საჯაიას მობილურიდან 869 9-ს მოსწონს 3-ს არა
|